დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის №565 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.023244 |
35
26/01/2022
ვებგვერდი, 27/01/2022
040030000.10.003.023244
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის №565 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის №565 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2017, 040030000.10.003.020275) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“. 2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“. |
| მუხლი 2 |
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილება გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები