დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 27 |
დოკუმენტის მიმღები | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.142.016171 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/12/2017 - 30/01/2018)
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ა” ქვეპუქტის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქათველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი’’ 78-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №12 დადგენილება ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” (www.matsne.gov.ge, 30/12/2016, ს.კოდი: 190020020.35.142.016144).
|
მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
თავი I
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ბალანსი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 5 080.7 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2,095.7 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 185.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4,198,7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 882,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 902,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 20.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 0,0 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 90,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
|
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 165.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 105,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 60.0 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
|
თავი II
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და სარეზერვო ძალების მობილიზაცია. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და სარეზერვო ძალების მობილიზაცია. 2.ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია,კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა, შენახვა და ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსდება. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში სოფლების გზების მშენებლობა და რეკონსტრუქცია, ხიდების რეაბილიტაცია, ასევე ამ პროექტით გათვალისწინებულია ზამთრის პერიოდში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების თოვლისგან გაწმენდა. 2.1.1 გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის და მოვლა-შენახვის ხარჯი (პროგრამული კოდი 03 01 01) ამ პროექტით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის გზების რეაბილიტაცია, გზების მოვლა-შენახვისა და ზამთრის პეროიდში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 90 კმ სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები: 2.1.2. ხიდების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 02 ) ამ პროექტით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ხიდების ნაწილობრივი რეაბილიტაცია. სოფელ ჯიგრაშენის ხიდის რეაბილიტაცია. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყლის და საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია,დასუფთავების ღონისძიებები, ასევე, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. 2.2.1 საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები(პროგრამული კოდი 03 02 01) ამ პროექტით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა და საკანალიცაზიო ქსელის მშენებლობა. 2.2.2 წყლის სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის წყალსადენი სისტემების მშენებლობა სოფ. სათხა, დიდი არაქალი, საღამო, ჯიგრაშენი და ოროჯალარი. 2.2.3 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამულიკოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ერთერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის (6000 მ3) ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების შიდა ბუნკერების და გარე ქსელის დასუფთავება. 2.2.4 გარე განათება (პროგრამული კოდი 03 02 04) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. 2.2.5 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) გარე განათების მშენებლობა: ქ. ნინოწმინდა, სოფ. უჩმანა, სოფ. თორია; სოფ. ჰეშტია, სოფ. ჯიგრაშენი. სოფელ მამწვარა, დიდი გონდრიო, სოფელ ეფრემოვკა. 2.2.6 მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობების სახურავების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 06) 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისღონისძიებები (პროგრამულიკოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლებში რიტუალების სახლების რეაბილიტაცია, ქ. ნინოწმინდაში რადარების მონტაჟი, ქ. ნინოწმინდის ტროტუარების კეთილმოწყობა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები. 2.3.1 რიტუალების სახლების, კულტურული ობიექტების რეაბილიტაცია, სპორტული დარბაზის და სხვა ობიექტების მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 03 01) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობაა, რომლებიც ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. შენობების ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე მიმდინარე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება. - სპორტული დარბაზის მშენებლობა – სოფ. განძა, სოფ ღაურმა. - მინი სპორტული მოედნის მშენებლობა – ქ. ნინოწმინდა. - რიტუალური სახლების მშენებლობა – სოფ. ეფრემოვკა, სოფ. ჟდანოვაკან, სოფ, უჩმანა. - საბაღვშვო ბაღის მშენებლობა – სოფ. დილიფ. - საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია – ქ. ნინოწმინდა. - საბავშვო ბაღის ინვენტარის შეძენა – (ქ. ნინოწმინდის და სოფ. დილიფის სათვის). - საბავშვო მოედნების მონტაჟი – ქ. ნინოწმინდა. - ქალაქ ნინოწმინდაში კამოს და სპანდარიანის ქუჩებზე სანიარღვე არხების მშენებლობა. - სოფელ საღამოს დედათან მონასტრის გათბობის გაყვანა. 2.3.2 ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 02) - ქ. ნინოწმინდის ახალი ადმინისტრაციული შენბის რეაბილიტაცია. 2.3.3 ქ. ნინოწმინდაში რადარების მონტაძი(პროგრამული კოდი 03 03 03) 2.3.4 ქ. ნინოწმინდაში შუქნიშნების და ტრაფარეტების დამონტაჟება (პროგრამული კოდი 03 03 04) -ქ. ნინოწმინდის შუქნიშნების რეაბილიტაცია. 2.3.5 ქ. ნინოწმინდაში ტროტუარების კეთილმოწყობა და ძველი ბაზრისშეკეთება (პროგრამული კოდი 03 03 05) 2.4 სოფლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობის აღზრდისთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. 3.1. სკოლამდელი განათლება-საბავშვო ბაღები(პროგრამული კოდი 04 01) ნინომინდის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 9 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 735 ბავშვი.პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.ასევე ხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია და ბაღების გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ბაღების მშენებლობა. 3.2 საბავშვო ბაღი „ძნწაღიკ“ (პროგრამული კოდი 04 02) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი „ძნწაღიკ“, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 140 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. 4.კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და გაგრძელებას. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სპორტის განვითარების ხელშეწყობა, კულტურის განვითარების ხელშეწყობა, რელიგიისა და საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი ბაზის შექმნა. მუნიციპალიტეტი განაგრძობს წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ თავიანთი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენ. 4.1.1 სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამით განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები მათ შორის: ფრენბურთი, მ. ჩოგბურთი, სასკოლო ოლიმპიადა, კარატე, ფუტსალი, მკლავჭიდი, ფეხბურთი, ჭადრაკი, სათხი, ჭიდაობა, მასობრივი ღონისძიება, ბილლიარდი, ათლეტიკა, რეგბი და სასპორტო ინვენტარის შეძენა. 4.1.2 სპორტული სკოლები (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „ნინოწმინდის კომპლექსური სასპორტო სკოლის “ 200-მდე სპორტსმენის დაფინანსებას. გაერთიანება მოიცავს სპორტის 12 სახეობას და უზრუნველყოფს ამ სახეობების განვითარებას, მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმას და მათთვის საწვრთნელი პირობების შექმნას, საფეხბურთო კლუბი. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1 კულტურის სახლების, ისტორიული ნაგებობების, მუზეუმების და კლუბები (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ააიპ „კულტურის ცენტრის “ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაფინანსებას, პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. 4.2.2 ბიბლიოთეკები (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „ნინოწმინდის მთავარი ბიბლიოთეკა“, სადაც ხდება ბიბლიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობა, წიგნადი ფონდების შევსება, დაკომპლეკტება და სრული აღრიცხვა. ყველა ასაკის მკითხველის მომსახურება საჭირო ინფორმაციით და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით. 4.2.3 მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი (პროგრამული კოდი 05 02 03) ქალაქ ნინოწმინდაში ფუნქციონირებს სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულება, სადაც ფუნქციონირებს სხვადასხვა წრე, მათ შორის სამხატვრო, ქარგვის, ქსოვის, კერვის და სხვა. 4.2.4 მუსიკალური კოლექტივები (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 160 მოსწავლე. პროგრამის მიზანია მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამუსიკო განათლება. 4.2.5 ვაჰან ტერიანის სახელობის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 05) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება სოფელ განძის ვაჰან ტერიანის სახელობის მუზეუმი. 4.2.6 ქალაქის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 06) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ქ. ნინოწმინდაში ფუნქციონირებს „ქალაქის მუზეუმი“ 4.3 ტელე-რადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამით განხორციელდება განცხადებებისა და ინფორმაციის გამოქვეყნება პრესაში, ტელევიზიასა და ინტერნეტპორტალებში, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას. დაფინანსდება სატელევიზიო გადაცემა „ფარვანა“ და შპს „არშალუის“. 4.4 ტრადიციული და კალენდარული სადღესასწაულო ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება და სადღესასწაულო ღონისძიებების მოწყობა: - საუკეთესო ნახატების კონკურსი – „ქალი სოფელში“ ახალგაზრდებისა და უფროს კლასებს შორის, პირველი ტური; - საუკეთესო ნახატების კუნკურსის. მხატვრებისთვის გაცემულ თემაზე, მეორე ტური; - ვ. ტერიანის პოეზიის ტრადიციული დღეები სოფელ განძაში – სოფლის საზეიმო გაფორმება, პოეტის სახლ-მუზეუმის გასუფთავება და კეთილმოწყობა, ტერიანის პოეზიის მხატვრული კითხვის კონკურსი; - ვიქტორ ჰოვსეფიანის პოეზიის დღე სოფელ ეშტიაში; - ქალთა საერთაშორისო დღე მრავალშვილიანი დედებთან შეხვედრის ორგანიზება; - სომხური ნამცხვარი „ქადის “ ფესტივალი; - საქართველოს ბიბლიოთეკის მუშავთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ის აქტიური მკითხველების დაჯილდოება საჩუქრებით, სიგელებით (200ლ.), ბიბლიოთეკების საუკეთესო მუშავების დაჯილდოება (100 ლ); - საზემო ღონისძიებები, მიძღვნილი ქალთა დღესასწაულებისადმი (სახვითი და დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა ქალთა ნიმუშევრები, თემატური კონცერტი, მხატვრული კითხვის კონკურსი); - ღონისძიებები, მიძღვნილი საქართველოს გაერთიანობის დღისამდი (საზეიმო სვლა მემორიალთან, შემკობა ყვავილებით და გვირგვინებით, თემატური კონცერტი); - სომეხი ხალხის გენოციდის მიძღვნილი ღონისძიებების საზეიმო სვლა გენოციდის მსხვერპლთა ძეგლთან, ყვავილებისა და გვირგვვიანების შემკობა; - სოციალური დაუცველი ოჯახებზე გაცების აქციის ორგანიზება; - სიმღერის ფესტივალი - (ფესტივალში მონაწილეთა ტრანსპორტირება სოფლებიდან, საუკეთესო მომღერლების დაჯილდოება სიგელებით და საჩუქრებით); - ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ -კონკურსის მონაწილეთა ტრანსპორტირება სოფლებიდან, გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება სიგელებით, დიპლომებით და საჩუქრებით); - დიდ სომეხ ეთნოგრაფ ვ. ბდოიანის საღამო ,მიძღვნილი მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი; - სახვითი ხელოვნების გამოფენა სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებაში “მშვიდობა ბავშვების თვალებით“ თემაზე; - სამხედრო-პატრიოტული ღონისძიებები, მიძღვნილი გამარჯვების დღისადმი,; - საზეიმო ღონისძიებები, მიძღვნილი საქართველოს დამოუკიდებლობლის დღისადმი- საზეიმო კონცეტი, ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრების დაჯილდოება, სიგელებით და საჩუქრებით; - ბავშვთა მფარველობის საერთაშორისო დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები; - ცეკვის ფესტივალი – მონაწილეთა ტრანსპორტირება სოფლებიდან, საუკეთესო მოცეკვავეთა დაჯილდოება სიგელებით, დიპლომებით და საჩუქრებით); - მუნიციპალიტეტის რუკიის პრეზენტაცია – ისტორიული და ტურისტული ობიექტების მითითიებით; - ექსკურსიის ორგანიზება გელათის მონასტერში კონკურსში გამარჯვებულებისთვის (16 კაცი, ორდღიანი კვება, ერთი ღომისთევა, ტრანსპორტი); - შეხვედრა სხვადასხვა პროფესიის ქალებთან; - სომხური ნაციონალურ კერძის – დოლმის ფესტივალი; - საზეიმო ღონისძიებები, მიძღვანილი მასწავლებელის დღესადმე; - ქალაქის დღესასწაული – სატრანსპორტო ხარჯები, ქალაქის საზეიმო გაფორმება, სხვადასხვა გამოფენების ორგანიზება, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეთა დაჯილდოება და სხვა; - მხატვრული კითხვის ფესტივალი; - შეხვედრა სოფლის ქალებთან, მიძღვნილი სოფლის ქალთა საერთაშორისო დღისადმი; - სკოლის აქტივისტების გაცნობა ადგილობრივი ისტორიული ძეგლებთან (კვებისათვის 200 ლარი) (ტრანსპორტის – 200 ლარი); - მუნიციპალური კონცერტი (კონცერტში საუკეთესო შემსრულებლების დაჯილდოება საჩუქრებით და სიგელებით (350 ლ) საკონცერტო დარბაზის შესაბამისი გაფორმება (50 ლ.)). 4.5 საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების მგზავრობის ხარჯები: - თოვლიან ფიგურების კონკურს-ფესტივალი „ზღვაპრების გმირები თოვლში“ (კონკურსში გამარჯვებულ მონაწილეთა დაჯილდოება); - ვიქტორინა „გაიგე თავისი სამშობლო“ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის; - რაინული ახალგაზრდული აქცია „ისტორიულ და კულტურულ ძეგლთა გასუფთავებისა და კეთილმოწყობის კვირა“; - ანიმაციური ფილმების საერთაშოროს ფესტივალი „თოპუზი“ - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხელმმძღვანელების შეხვედრა მე-12 კლასების ფრიადოსნებთან; - საახალწლო და საშობაო ღონისძიებები. 4.6 ინტელექტუალური ჩემპიონატი „ეტალონი“(პროგრამული კოდი 05 06) - ინტელექტუალურ თამაშ „ეტალონში" მონაწილეობა · ტრენინგები – 3 სასურსათო პაკეტი ტრენინგების მონაწილეთათვის); · შეხვედრები – 5 მიზანი ურთიერთობის გაუმჯობესება. 4.7 რელიგია (პროგრამული კოდი 05 07) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. დაფინანსდება სოფელ ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ელ.ენერგიისა და გათბობის საწვავის ხარჯები, რომელიც სოფ. ფოკის და ქ. ნინოწმინდის მონასტრებს სუბსიდიის სახით მიეცემათ. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით. გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და გავრცელების პრევენციის უზრუნველყოფას და მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01 01) პროგრამა ითვალისწინებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: · არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; · დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდ.სიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; · მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; · სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდ.სიტუაციის გაუმჯობესება; · ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; · მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების მდებარეობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. 5.2. სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მკურნალობის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 01) – სტაციონალური მკურნალობისათვის მოსახლეობას, რომელთა სარეიტინგო ქულები არ აღემატება 150 000-ს – 1000 ლარამდე; – ოპერაციისათვის – 50%, თუ დარჩენილი თანხა არ აღემატება 1000 ლარს; და 40%, თუ დარჩენილი თანხა არ აღემატება 10000 ლარს. 5.2.2 ერთჯერადი ფინანსური დახმარება ორმხრივად და ცალმხრივად ობოლ ბავშვთა ოჯახებს და მრავალწევრიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს (პროგრამული კოდი 06 02 02) – მეურვედაკარგული ოჯახები – თითოეულ არასრულწლოვან წევრს – 100 ლარი, სარეიტინგო ქულის გარეშე – მრავალწევრიან ოჯახებზე ( 7 და მეტი) ოჯახის თითოეულ წევრს – 20 ლარი, თუ სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს. 5.2.3 ინვალიდების ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) - პირველი ჯგუფის ინვალიდებს – თითოეულს – 50 ლარი; არასრულწლოვან ინვალიდებს – თითოეულს – 100 ლარი სარეიტინგო ქულების გარეშე. – დანარჩენი კატეგორიის ინვალიდებს – თუ სარეიტინგო ქულა არ აღემატება – 100 000-ს - 100 ლარამდე (განცხადების საფუძველზე). 5.2.4 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა დაკრძალვის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 04) – მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მონაწილეებს სარიტუალო ხარჯების დასაფარად 500 ლარამდე სარეიტინგო ქულების გარეშე; 5.2.5 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამულ კოდი 06 02 05) – ახალშობილი ბავშვების მშობლებს- 300 ლარი სარეიტინგო ქულების გარეშე; 5.2.6 მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 06) მრავალშვილიან ოჯახებს ერთჯერადად; თუ 4 ბავშვია – 250 ლარი სარეიტინგო ქულების გარეშე; თუ 4-ზე მეტია – თითოეულს 50 ლარი სარეიტინგო ქულების გარეშე; 5.2.7 გაჭირვებული ოჯახებისათვის საწვავის შეძენა (პროგრამული კოდი 06 02 07) – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000-ს 100 – 300 ლარამდე. 5.2.8 ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაჭირვებული ოჯახებისათვის (პროგრამული კოდი 06 02 08) – ერთჯერადი ფინანსური დახმარება – თუ სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 000 – 100 000-ს 100 – 300 ლარამდე განსაკუთრებულ შემთხვებისათვის. 5.2.9 ვეტერანებისათვის ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) –– მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე – თითოეულს – 500 ლარი; დანარჩენი კატეგორიებს – 100 ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულების გარეშე. |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით.
|
დოკუმენტის კომენტარები