„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურიდახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016277
11
05/03/2018
ვებგვერდი, 13/03/2018
010250020.35.109.016277
„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურიდახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარტვილის მუნიციპალიტეტი
 
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2018 წლის 5 მარტი

ქ. მარტვილი

„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურიდახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,   მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №58 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 03/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.109.016263) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ა) პირველი მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ჟ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,ჟ) შშმ (მკვეთრად გამოხატული) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება.”;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართს დაემატოს  71 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 71. შშმ (მკვეთრად გამოხატული) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება

1.   შშმ (მკვეთრად გამოხატული, საწოლს მიჯაჭვული, სოციალურად დაუცველი ს/ქ 0-დან 65 000-ის ჩათვლით) პირთა დაფინანსება განისაზღვრა ერთჯერადად 500 ლარით წელიწადში მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებზე, გარდა მე-7 მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებისა.                     

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) შესაბამისი სტატუსის (მკვეთრად გამოხატული) დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სოციალურთა დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ ამონაწერი;

ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე     ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურების შესახებ.

3.   ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია