დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურეობისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016372 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/12/2017 - 23/01/2018)
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამა. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 21 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურეობისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამა |
| მუხლი 1 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამა (შემდეგში-პროგრამა) ვრცელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ მოქალაქეებზე. |
| მუხლი 2 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ერთ-ერთი ქვეპროგრამით წელიწადში ერთხელ, ხოლო სოციალურად დაუცველ (სარეიტინგო ქულა 65001-ნაკლები), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში შშმ) პირებს და ონკოლოგიურ ავადმყოფებს შეუძლიათ ისარგებლონ ერთჯერადად პროგრამით გათვალისწინებული ყველა მომსახურებით. საგარანტიო ფურცელი არ გაიცემა დებულებით განსაზღვრულ შესრულებულ მომსახურებაზე, რომელიც უკვე განხორციელდა (შესრულდა). |
| მუხლი 3 |
სამედიცინო მომსახურება და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსება განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) ძვირადღირებული გამოკვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კორონაროგრაფია) - მაქსიმალური ლიმიტი 250 (ორას ორმოცდაათი ) ლარი; ბ) „C“ ჰეპატიტის პირველადი დიაგნოსტიკის თანადაფინანსება - მაქსიმალური ლიმიტი 150 (ას ორმოცდაათი ) ლარი ; გ) სტაციონარული სამედიცინო მომსახურება: გ.ა) ოპერაციების თანადაფინანსება – მოსარგებლეები: სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები), შშმ პირები, სიმსივნით დაავადებული პირები, პენსიონრები, 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები; გ.ა.ა) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან რომელიმე კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ ოპერაციის ღირებულების ნაწილის დაფინანსების შემთხვევაში თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვროს შემდეგნაირად: თანადაფინანსება საყოველთაო ჯანდაცვასთან/კერძო სადაზღვევო კომპანიასთან – 300.01 (სამასი ლარი და ერთი თეთრი) ლარამდე სრულად, 300.01 (სამას ლარი და ერთი თეთრი)-ლარიდან – 1000 (ერთი ათასი) ლარამდე 60%-ით, 1000 (ერთი ათასი)-ლარიდან 2000 (ორი ათასი) ლარამდე 50%-ით, 2000 (ორი ათასი) ლარის ზევით მაქსიმალური ლიმიტი 1000 (ერთი ათასი) ლარი; გ.ბ) მოქალაქეები, რომლებსაც ოპერაციის (გარდა ესთეტიური და რეპროდუქტოლოგიური ქირურგიისა) ღირებულება არ უფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის ან რომელიმე კერძო სადაზღვევო კომპანიის პროგრამებიდან - მაქსიმალური ლიმიტი 1000 (ერთი ათასი) ლარი (ჯანდაცვის კომისიის გადაწყვეტილებით); გ.გ) განსაკუთრებული შემთხვევების (ავტოკატასტროფა, საყოფაცხოვრებო ან სამუშაო მძიმე ტრავმა, ქრონიკული დაავადების გართულება და ა.შ) დროს სხვა პროგრამებით გაუთვალისწინებელი გადაუდებელი, სამედიცინო მომსახურების დაფინანსება კომისიის გადაწყვეტილებით - მაქსიმალური ლიმიტი 1000 (ერთი ათასი ) ლარი; დ) 0-18 წლამდე ბავშვების აბილიტაცია/რეაბილიტაცია: დ.ა) აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა 40 ბავშვისთვის. მომსახურების დაფინანსება ყოველთვიურად - 315 (სამას თხუთმეტი) ლარი; დ.ბ) სხვადასხვა სახის გონებრივი ჩამორჩენილობისა და ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსება - მაქსიმალური ლიმიტი 500 (ხუთასი) ლარი, წელიწადში ერთხელ. მოსარგებლეები დიაგნოზით: დ.ბ.ა.) დაუნის სინდრომი; დ.ბ.ბ) ბავშვთა ცერებრული დამბლა (G-80.0 ; G 80.1; G-80.2 ; G-80.3; G- 80.4; G 80.8 ; G -80.9 ); დ.ბ.გ) სხვა პარალიზური სინდრომები (G-81.9; G-82.0 ; G-83.2); დ.ბ.დ) განვითარების ეტაპების დაყოვნება (R-62.0); ე) იშვიათი დაავადებების (ცელიაკია და ფენილკეტონურია) მქონე პირების სპეციალიზებული საკვების თანხით უზრუნველყოფა: ე.ა) ცელიაკია-ყოველთვიურად 250.00 (ორას ორმოცდაათი ) ლარი. ე.ბ) ფენილკეტონურია - ყოველთვიურად 500.00 (ხუთასი) ლარი. ვ) ძვირადღირებული მედიკამენტები რომელთა ერთეულის ღირებულება აღემატება 50 (ორმოცდაათი) ლარს - მაქსიმალური ლიმიტი - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი - მოსარგებლეები: ვ.ა) სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები); ვ.ბ) 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები: ვ.გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში შშმ) პირები; ვ.დ) ონკოლოგიური ავადმყოფები; ვ.ე) ქრონიკული დაავადებების (ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, გლაუკომა, გულის იშემიური დაავადება, ეპილეფსია) მქონე პირები; ზ) ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგი - მოსარგებლეები: სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001 -ზე ნაკლები) შშმ პირები; ძალადობის მსხვერპლი; მარჩენალდაკარგული ბავშვის მშობელი; ზ.ა) პროსტატის სპეციფიურ აგენტზე გამოკვლევა (40-45 წლამდე და 70 წელზე ზევით); ზ.ბ) ძუძუს კიბოს სკრინინგი (35-40 წლამდე 60 წეზე ზევით); ზ.გ) საშვილისნოს ყელის კიბოს სკრინინგი (20-25 წლამდე და 60 წელზე ზევით); ზ.დ) მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი (40-50 წლამდე და 70 წელზე ზევით); თ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სპეციფიური მოვლის საშუალებების (ექსკრემენტის მიმღები კონტეინერი) დაფინანსება 200.00 (ორასი) ლარი . |
| მუხლი 4 |
ბენეფიციარი, თვითონ/ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს:
ა) განცხადებას; ბ) პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლებს, დაბადების მოწმობის ასლს (საჭიროების შემთხვევაში) და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებლობის შემთხვევაში); გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა IV-100/ა-ს (დედანი); დ) ანგარიშ-ფაქტურას (დედანი); ე) საჭიროების შემთხვევაში ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; ვ) საჭიროების შემთხვევაში შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს; ზ) ოპერაციის თანადაფინანსების შემთხვევაში, მიმართვას საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან მათ მიერ დაფინანსებული თანხის მითითებით (დამოწმებული ბეჭდით); თ) სპეციალიზირებული საკვების თანხის დაფინანსების შემთხვევაში - დამატებით: თ.ა) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი; თ.ბ) ჩარიცხული თანხის მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. |
| მუხლი 5 |
სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის, ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის და კომისიის მიერ ამ პროგრამის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვროს დაფინანსების ოდენობა. |
| მუხლი 6 |
კომისიის დასკვნა (რეკომენდაცია) წარედგინება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს და ბენეფიციარზე გაიცემა საგარანტიო წერილი სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად. |
| მუხლი 7 |
საგარანტიო წერილის მოქმედების ვადა განისაზღვრება შემდეგნაირად: 45 კალენდარული დღე მედიკამენტების, გამოკვლევების (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, კორონოგრაფია) დაფინანსების შემთხვევაში, სხვა ქვეპროგრამებზე - 60 კალენდარული დღე. |
| მუხლი 8 |
ბენეფიციარი ან სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს: ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პაციენტზე გაწეული მომსახურება, დაწესებულების საბანკო ანგარიში თანხის გადარიცხვის მიზნით, სპეციალიზირებული საკვების თანხის დაფინანსების შემთხვევაში, თანხის მიზნობრივი განკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი. |
| მუხლი 9 |
წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი დაწესებულება. |
| მუხლი 10 |
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურეობის მიმწოდებელი შეიძლება იყოს რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) აქვს პროგრამის სამიზნე ჯგუფის სერვისის განხორციელების სულ მცირე 6 თვის გამოცდილება; ბ) შესაბამის სერვისს უზრუნველყოფს მულტიდისციპლინური გუნდი. ამასთან, ქცევითი თერაპევტი არის ბავშვის ქცევითი აშლილობის მართვის უნარ-ჩვევების მქონე დიპლომირებული ან სერტიფიცირებული სპეციალისტი-ფსიქოლოგი. სპეციალური პედაგოგი ან სხვა, რომელსაც გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის ბაზისური მომზადება; გ) უზრუნველყოფილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. |
| მუხლი 11 |
1) მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება მიმწოდებელთა პროგრამაში ჩართვისას და პროგრამაში ვაკანტური ადგილის გაჩენისას.
2) პროგრამაში ჩასართავად წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა N IV-100/ა), რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს დოკუმენტაციის განმახორციელებელთან წარდგენის თარიღამდე არაუმეტეს 5 თვე და რომელშიც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი სულ მცირე ADOS ტესტირების შედეგი; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) პროგრამით მოსარგებლის და ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის), პროგრამით მოსარგებლის დაბადების მოწმობის ქსერო-ასლები, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული, განმცხადებელის/ბენეფიციარის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა. დ) ვაკანტურ ადგილას პრიორიტეტულად ერთვება ჩართვის მომენტისთვის რიგში მყოფი ყველაზე მცირე ასაკის პირი. 3) მოსარგებლისთვის საგარანტიო წერილის ავტომატურ გაუქმებას იწვევს: ა) მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა მომსახურების განმახორციელებლის მიერ გაცემული, ქვეპროგრამაში ჩართვის წერილის ვალიდურობის თარიღამდე; ბ) მოსარგებლის მიერ ინდივიდუალური წლიური გეგმით თვეში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობის 20% და მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე გარდა ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. გ) საგარანტიო წერილის ავტომატურად გაუქმების მიზეზად არ ჩაითვლება შემთხვევა: გ.ა) თუ დარღვევა გამოწვეულია მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობით და დასტურდება ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით; გ.ბ) მოსარგებლის აქტიური სოციალური სტატუსის ხელშეწყობის (კურორტული დასვენება, კულტურული, შემეცნებითი და სპორტული გასვლები) მიზნით არაუმეტეს 1 თვის საგარანტიოს პროპორციული სეანსების გაცდენა წლის განმავლობაში; გ.გ) დაწესებულების ფუნქციონირების დროებითი შეჩერების გამო მოსარგებლის მიერ საგარანტიო წერილის გამოუყენებლობა. |
| მუხლი 12 |
1) მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება მიმწოდებელთა პროგრამაში ჩართვისას და პროგრამაში ვაკანტური ადგილის გაჩენისას.
2) პროგრამაში ჩასართავად წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა N IV-100/ა), რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს დოკუმენტაციის განმახორციელებელთან წარდგენის თარიღამდე არაუმეტეს 5 თვე და რომელშიც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი სულ მცირე ADOS ტესტირების შედეგი; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) პროგრამით მოსარგებლის და ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის), პროგრამით მოსარგებლის დაბადების მოწმობის ქსერო-ასლები, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული, განმცხადებელის/ბენეფიციარის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა. დ) ვაკანტურ ადგილას პრიორიტეტულად ერთვება ჩართვის მომენტისთვის რიგში მყოფი ყველაზე მცირე ასაკის პირი. 3) მოსარგებლისთვის საგარანტიო წერილის ავტომატურ გაუქმებას იწვევს: ა) მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა მომსახურების განმახორციელებლის მიერ გაცემული, ქვეპროგრამაში ჩართვის წერილის ვალიდურობის თარიღამდე; ბ) მოსარგებლის მიერ ინდივიდუალური წლიური გეგმით თვეში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობის 20% და მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე გარდა ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. გ) საგარანტიო წერილის ავტომატურად გაუქმების მიზეზად არ ჩაითვლება შემთხვევა: გ.ა) თუ დარღვევა გამოწვეულია მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობით და დასტურდება ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით; გ.ბ) მოსარგებლის აქტიური სოციალური სტატუსის ხელშეწყობის (კურორტული დასვენება, კულტურული, შემეცნებითი და სპორტული გასვლები) მიზნით არაუმეტეს 1 თვის საგარანტიოს პროპორციული სეანსების გაცდენა წლის განმავლობაში; გ.გ) დაწესებულების ფუნქციონირების დროებითი შეჩერების გამო მოსარგებლის მიერ საგარანტიო წერილის გამოუყენებლობა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები