,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016435
47
10/04/2018
ვებგვერდი, 16/04/2018
010250050.35.105.016435
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №47

2018 წლის 10 აპრილი

ქ. ზუგდიდი

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” და საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №20 დადგენილების დანართში (www.matsne.gov.ge,  27/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016372)  შეტანილ იქნეს ცვლილება   და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

 ,, ვ) ძვირადღირებული მედიკამენტები, რომელთა ერთეულის ღირებულება  შეადგენს  50.00 (ორმოცდაათი) ლარს  და ზევით. მაქსიმალური ლიმიტი – 150.00 ( ას  ორმოცდაათი) ლარი, ხოლო ონკოლოგიური  ავადმყოფებისთვის მაქსიმალური ლიმიტი – 250.00 (ორას ორმოცდაათი) ლარი. მოსარგებლეები:

  ვ.ა)  სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები);

  ვ.ბ)  0-18 წლამდე ასაკის ბავშვები:

  ვ.გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში – შშმ)  პირები;

  ვ.დ) ონკოლოგიური ავადმყოფები;

  ვ.ე) ქრონიკული დაავადებების (ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი, გლაუკომა, გულის იშემიური დაავადება, ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება) მქონე პირები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ჭეჟია