აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ

აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 192/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 12/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 430040000.22.022.017444
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
192/ნ
12/12/2017
ვებგვერდი, 13/12/2017
430040000.22.022.017444
აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/12/2017 - 20/05/2020)

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება № 192/ნ

2017 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „გ“  ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტი ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. 
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი



დანართი 
აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტი

მუხლი 1. ჩარჩო დოკუმენტის სახელწოდება და სარეგისტრაციო ნომერი
1. აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტის სახელწოდებაა „აღმზრდელი“. 
2. აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერია 02117-პ.

მუხლი 2. მიზანი 
აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში  პროგრამა) მიზანია კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს ადრეულ და სკოლამდელ ასაკში ბავშვზე ზრუნვას, მის აღზრდას და განვითარებას. ამ მიზნებისთვის აღმზრდელმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და განმავითარებელი სააღმზრდელო გარემო და ამ პროცესში შეძლოს  ბავშვის ოჯახთან, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების კოლექტივთან, სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

მუხლი 3. მისანიჭებელი კვალიფიკაცია/კვალიფიკაციები  
პროგრამის დასრულების შედეგად პირს მიენიჭება მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში.

მუხლი 4. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა/წინაპირობები 
პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს სრული ზოგადი განათლების ქონა. 

მუხლი 5. კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები  
პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს აღმზრდელის პოზიციაზე, ასევე იმუშაოს თვითდასაქმებით, აღმზრდელად.

მუხლი 6. სტრუქტურა და მოდულები
აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტი შედგება:

ა) დანართი №1-ით გათვალისწინებული 3 ზოგადი სავალდებულო მოდულისაგან, ჯამში 11 კრედიტის მოცულობით:

ზოგადი სავალდებულო მოდულები

მოდულის დასახელება

მოდულზე დაშვების წინაპირობა

კრედიტი

1

უცხოური ენა

საბაზო განათლება

5

2

მეწარმეობა 3

სრული ზოგადი განათლება

3

3

ინფორმაციული წიგნიერება 2

სრული ზოგადი განათლება

3

ჯამი:

11

ბ) დანართი №2-ით გათვალისწინებული 24 სპეციალიზაციის პროფესიული/დარგობრივი მოდულისაგან, ჯამში 105 კრედიტის მოცულობით:

სპეციალიზაციის პროფესიული/დარგობრივი მოდულები

მოდულის დასახელება

მოდულზე დაშვების წინაპირობა

კრედიტი

1

გაცნობითი პრაქტიკა  სკოლამდელი აღზრდა და განათლება

სრული ზოგადი განათლება

2

2

პრაქტიკული პროექტი – სკოლამდელი აღზრდა და განათლება

სრული ზოგადი განათლება

12

3

შესავალი ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში

სრული ზოგადი განათლება

5

4

პროფესიული ეთიკა სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში

სრული ზოგადი განათლება

3

5

ბავშვის განვითარების თავისებურებები

სრული ზოგადი განათლება

4

6

ადრეული განათლების კურიკულუმები

მოდულები:

· შესავალი ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში

· ბავშვის განვითარების თავისებურებები

5

7

დაკვირვება და შეფასება ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში

მოდულები:

· შესავალი ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში

· ბავშვის განვითარების თავისებურებები

6

8

დამოუკიდებლობა და ადაპტური ქცევა ადრეულ და სკოლამდელ ასაკში

მოდულები:

· შესავალი ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში

· ბავშვის განვითარების თავისებურებები

· ადრეული განათლების კურიკულუმები

· საგანმანათლებლო გარემო

· ადრეული და სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგია

3

9

ოჯახის და თემის ჩართულობა სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში

სრული ზოგადი განათლება

3

10

ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

სრული ზოგადი განათლება

6

11

თანამედროვე გამოწვევები ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში

მოდულები:

· შესავალი ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში

· ბავშვის განვითარების თავისებურებები

· ადრეული განათლების კურიკულუმები

2

12

საგანმანათლებლო გარემო

მოდულები:

· შესავალი ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში

· ბავშვის განვითარების თავისებურებები

· ადრეული განათლების კურიკულუმები

· დაკვირვება და შეფასება ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში

8

13

ფიზიკური და სენსორული განვითარების ხელშეწყობა ადრეულ და სკოლამდელ ასაკში

მოდულები:

· შესავალი ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში

· ბავშვის განვითარების თავისებურებები

· ადრეული განათლების კურიკულუმები

· საგანმანათლებლო გარემო

· ადრეული და სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგია

2

14

ადრეული და სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგია

მოდულები

· შესავალი ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში

· ბავშვის განვითარების თავისებურებები

· ადრეული განათლების კურიკულუმები

· საგანმანათლებლო გარემო

9

15

კომუნიკაცია, ენა, მეტყველება ადრეულ და სკოლამდელ ასაკში

მოდულები:

· ადრეული და სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგია

· საგანმანათლებლო გარემო

· დაკვირვება და შეფასება ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში

4

16

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის თავისებურებები სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში

მოდულები:

· ადრეული და სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგია

· საგანმანათლებლო გარემო

· დაკვირვება და შეფასება ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში

5

17

წიგნიერება ადრეულ და სკოლამდელ ასაკში

მოდულები:

· საგანმანათლებლო გარემო

· ადრეული და სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგია

3

18

სახვითი და ვიზუალური ხელოვნება ადრეულ და სკოლამდელ ასაკში

მოდულები:

· შესავალი ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში

· ადრეული განათლების კურიკულუმები

· დაკვირვება და შეფასება ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში

· საგანმანათლებლო გარემო

· ადრეული და სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგია

3

19

პერფორმანსული ხელოვნება ადრეულ და სკოლამდელ ასაკში

მოდულები:

· შესავალი ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში

· ბავშვის განვითარების თავისებურებები

· ადრეული განათლების კურიკულუმები

· საგანმანათლებლო გარემო

· ადრეული და სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგია

3

20

მათემატიკური წარმოდგენების ფორმირება ადრეულ და სკოლამდელ ასაკში

მოდულები:

· შესავალი ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში

· ბავშვის განვითარების თავისებურებები

· ადრეული განათლების კურიკულუმები

· საგანმანათლებლო გარემო

· ადრეული და სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგია

4

21

კვლევა და აღმოჩენა ადრეულ და სკოლამდელ ასაკში

მოდულები:

· შესავალი ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში

· ადრეული განათლების კურიკულუმები

· დაკვირვება და შეფასება ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში

· საგანმანათლებლო გარემო

· ადრეული და სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგია

5

22

კულტურა, ტრადიცია და მოქალაქეობა ადრეულ და სკოლამდელ ასაკში

მოდულები:

· შესავალი ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში

· ბავშვის განვითარების თავისებურებები

· ადრეული განათლების კურიკულუმები

· საგანმანათლებლო გარემო

· ადრეული და სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგია

3

23

ტექნოლოგიების გამოყენება ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში

მოდულები:

· შესავალი ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში

· ბავშვის განვითრების თავისებურებები

· ადრეული განათლების კურიკულუმები

· დაკვირვება და შეფასება ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში

· საგანმანათლებლო გარემო

· ადრეული და სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგია

2

24

მუსიკა და მოძრაობა ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში

მოდულები:

· შესავალი ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში

· ბავშვის განვითრების თავისებურებები

· ადრეული განათლების კურიკულუმები

· საგანმანათლებლო გარემო

· ადრეული და სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგია

3

ჯამი:

105

 


მუხლი 7. მისანიჭებელი კვალიფიკაციის აღწერა  სწავლის შედეგები
აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:

ა) ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვის ჰოლისტური განვითარება, მათი ასაკობრივი თავისებურებების, ინტერესების, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით;

ბ) მრავალფეროვანი, მასტიმულირებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა და მართვა;

გ) ბავშვის განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიების გამოყენება;

დ) წარმატებული, უსაფრთხო, მხარდამჭერი სააღმზრდელო გარემოს  შექმნა.


მუხლი 8. აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე პროგრამის შემუშავება
1. საგანმანათლებლო დაწესებულება აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შეიმუშავებს პროგრამას. აღნიშნული პროგრამა შესაძლებელია ითვალისწინებდეს არჩევითი სტატუსის მოდულებს, რაც უნდა შეადგენდეს ამავე პროგრამის მოდულების კრედიტთა საერთო მოცულობის არაუმეტეს 20%-ს.
2. ერთი და იმავე პროფესიულ სპეციალიზაციაზე შესაძლებელია შემუშავდეს ორი სახის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელთაგან ერთი განსაზღვრავს სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგებისთვის გამოყოფილი კრედიტების საერთო მოცულობის 50%-ზე მეტის რეალურ სამუშაო გარემოში მიღწევას.

მუხლი 9. სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურება და კრედიტის მინიჭება
1. კრედიტის მინიჭება ხორციელდება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე.
2. სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურება შესაძლებელია:

ა) წინმსწრები ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარებით (ჩათვლა);

ბ) არაფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების დადასტურება განათლების და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით;

გ) სწავლის შედეგების დადასტურება შეფასების გზით.

3. არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით. განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:

ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;

ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.

4. განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება. შეფასების მეთოდი/მეთოდები რეკომენდაციის სახით მოცემულია მოდულებში.

მუხლი 10. პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება
1. პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები.
2. პროგრამაზე, რომელშიც სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგებისთვის გამოყოფილი კრედიტების საერთო მოცულობის 50%-ზე  მეტი   რეალურ სამუშაო გარემოში მიიღწევა, კვალიფიკაციის მინიჭების დამატებითი პირობაა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება.

მუხლი 11. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  (შშმ) პროფესიული სტუდენტების სწავლება
1. ამ დანართის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოდულებზე დაშვების წინაპირობები არ ვრცელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.
2. პროგრამით განსაზღვრული კრედიტები პირს ენიჭება მხოლოდ შესაბამისი სწავლის შედეგების დადასტურების შემთხვევაში, ხოლო კვალიფიკაცია  ამ დანართის მე-10 მუხლით გათვალისწინებული წესით.

მუხლი 12. აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტის შემუშავების საფუძვლები
აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტის შემუშავების საფუძვლებია:

ა) საქართველოს კანონი  „პროფესიული განათლების შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონი – „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“;

გ) „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანება;

დ) „ადრეული და სკოლამდელი განათლების სპეციალისტის“ პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ სსიპ  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 18 სექტემბრის 594 ბრძანება.


მუხლი 13. სარეკომენდაციო სასწავლო გარემო და მინიმალური მატერიალური რესურსი
დანართ №3-ში გათვალისწინებულია სარეკომენდაციო სასწავლო გარემო და მინიმალური მატერიალური რესურსის ჩამონათვალი.