კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.149.016333
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
32
24/11/2017
ვებგვერდი, 04/12/2017
010250020.35.149.016333
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/12/2017 - 16/02/2018)

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №32

2017 წლის 24 ნოემბერი

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე  მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №30 დადგენილება(www.matsne.gov.ge, 06/08/2014; 010250020.35.149.016198).
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 13 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე



დანართი 1
კასპის მუნიციპალიტეტის  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის

სამსახურის დებულება


მუხლი 1. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური
1. კასპის  მუნიციპალიტეტის   მერიის  ჯანდაცვისა  და  სოციალური  უზრუნველყოფის  სამსახური (ტექსტში  შემდგომ  – სამსახური)  არის მუნიციპალიტეტის  მერიის სტრუქტურული  ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს   ჯანდაცვის, სოციალურ  საკითხთა, ვეტერანთა  საქმეების,  ლტოლვილთა  და იძულებით გადაადგილებულ პირთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას, ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების   მართვას, უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული  გადამზადებისა  და სოციალური  რეაბილიტაციის  ხელშეწყობას,  წინადადებების  შემუშავებას ჯანმრთელობისა   და  სოციალური   დაცვის   დაწესებულებათა   შექმნისა  და  რეორგანიზაციის საკითხებზე, უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათ თავშესაფრით უზრუნველყოფის ორგანიზებას, მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული  სხვა  ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახური   თავის   საქმიანობას   წარმართავს   მოქმედი   კანონმდებლობის,    მერიის   დებულების,   ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1.სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა (სამსახურის უფროსი)და მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი), რომლის  უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით  და სამსახურის  უფროსის  სამუშაოთა აღწერილობით.უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის  უფროსის  უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) საზოგადოებრივი  ჯანდაცვის  სფეროში  მუნიციპალიტეტისათვის  დელეგირებული  უფლებამოსილებების განხორციელებას;
დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვას;
ე) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ვ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ზ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
თ) უმუშევართა რეგისტრაციას,მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
ი) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვას;
კ) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის ორგანიზებას.