„კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.149.016446
5
31/03/2021
ვებგვერდი, 01/04/2021
010250020.35.149.016446
„კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №5

2021 წლის 31 მარტი

ქ. კასპი

,,კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №32 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 04/12/2017, 010250020.35.149.016333) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად  მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარებას, კოორდინაციას და ადმინისტრირებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე