დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| 2018 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 264 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.027.016764 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/12/2017 - 06/11/2018)
|
2018 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
1.
2018 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორთა (ანაზღაურებადი) რაოდენობა და ანაზღაურების ოდენობა განისაზღვროს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები − რაოდენობა 25 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით; ბ) „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ − რაოდენობა 5 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით; გ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ − რაოდენობა 7 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით; დ) „საქართველოს ნოტარიუსთა პალატა“ − რაოდენობა 2 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით; ე) „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ − რაოდენობა 20 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 300 ლარით; ვ) „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ − რაოდენობა 15 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარის ოდენობით; ზ) „საქართველოს ეროვნული არქივი“ − რაოდენობა 10 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარის ოდენობით; თ) „აღსრულების ეროვნული ბიურო“ − რაოდენობა 60 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარის ოდენობით; ი) „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ − რაოდენობა 1 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარის ოდენობით; კ) „სმართ ლოჯიქი“ (SMART LOGIC) − რაოდენობა 8 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 500 ლარით; ლ) „იუსტიციის სახლი“ − რაოდენობა 80 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 200 ლარით; მ) „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ − რაოდენობა 5 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით. |
2.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებად სტაჟიორად დანიშნული სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ პროექტ „50 საჯარო მოხელის“ მონაწილეების ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით.
|
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები