ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016294
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
15
22/11/2017
ვებგვერდი, 27/11/2017
190040000.35.138.016294
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/11/2017 - 15/12/2017)

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2017 წლის 22 ნოემბერი

ქ. ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“ დანართის შესაბამისად. 
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 21/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.138.016262) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 თებერვლის №2 დადგენილება.
2. ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 17/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.173.016156) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 თებერვლის № 5 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე



ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი

ეს წესი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის და ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის-დევნილებისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მოსარგებლეთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და გასაცემი სოციალური დახმარების სახეობასა და ოდენობას.

მუხლი 1. მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსება განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:

ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა.

ბ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 150 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება/ აუნაზღაურდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადასახდელია:

ა.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ა.ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი);

ა.ვ) კალკულაცია (არსებობის შემთხვევაში);

ა.ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია:

ბ.ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) მოსარგებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ბ.ე) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ანგარიშსწორების ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი;

ბ.ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ბ.ზ) მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ).


მუხლი 2. მოსახლეობის გეგმური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:

ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა.

ბ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 150 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 70%-მდე, არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა.

გ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა” და „ბ“ ქვეპუნქტები და მის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 400 (ოთხასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი);

ვ) წინასწარი ან საბოლოო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (კალკულაცია);

ზ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო მიმართვის წერილი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში);

თ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.


მუხლი 3. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარების მკურნალობის დაფინანსება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოსახლეობას დაუფინანსდება ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული მედიკამენტოზური, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობა მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) და/ან კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან;

ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო მიმართვის წერილი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში);

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.


მუხლი 4. მოსახლეობის სამედიცინო მკურნალობის დაფინანსება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო დაწესებულებაში ჩასატარებელი/ჩატარებული მკურნალობის დაფინანსება (გარდა ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოსახლეობის ამავე დაავადებისთვის გათვალისწინებული მედიკამენტოზური, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისა) განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:

ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა.

ბ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 150 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 70%-მდე, არაუმეტეს 1200 (ერთი ათას ორასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადასახდელია:

ა.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ა.ე) ანგარიშ-ფაქტურა;

ა.ვ) კალკულაცია (არსებობის შემთხვევაში);

ა.ზ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო მიმართვის წერილი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში);

ა.თ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია:

ბ.ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) მოსარგებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ბ.ე) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ანგარიშსწორების ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი;

ბ.ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო მიმართვის წერილი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში);

ბ.ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ბ.თ) მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ). 


მუხლი 5. მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსების მიღება შუძლიათ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მებრძოლ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს დაუფინანსდებათ მედიკამენტოზური მკურნალობა წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

3. მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

 ე)ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან კალკულაცია ფარმაცევტული დაწესებულებიდან;

 ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო მიმართვის წერილი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში);

4. ანგარიშსწორება

ანაზღაურება განხორციელდება ფარმაცევტული დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამავე დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.


მუხლი 6. სამედიცინო მომსახურებები, რომლებიც არ ფინანსდება ამ წესის ფარგლებში
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, წინამდებარე წესის ფარგლებში არ ფინანსდება შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურებები:

ა) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;

ბ) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;

გ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მკურნალობა;

დ) საზღვარგარეთ ჩასატარებელი/ჩატარებული სამედიცინო მომსახურება;

ე) ფიზიოთერაპია (სამკურნალოდ, პროფილაქტიკის და რეაბილიტაციის მიზნით), ფსიქოთერაპია;

ვ) თუ სამედიცინო მომსახურების საჭიროება დადგა არალეგალურად მოხმარებული ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შედეგად.


მუხლი 7. სოციალური დახმარება ახალშობილთა ოჯახებისთვის
1. მიმდინარე კალენდარულ წელს დაბადებული, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყოველი ახალშობილისთვის, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება, თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაიცემა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი და მეორე ახალშობილისთვის – 125 ლარი;

ბ) მესამე ახალშობილისთვის – 200 ლარი;

გ) მეოთხე და ყოველი შემდგომი ახალშობილისთვის – 250 ლარი.

3. ტყუპების დაბადების შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება ოჯახზე გაიცემა ერთჯერადად შემდეგი ოდენობით:

ა) თუ ტყუპები პირველი და მეორე შვილები არიან – 300 ლარი;

ბ) თუ ტყუპები მეორე და მესამე შვილები არიან – 400 ლარი;

გ) თუ ტყუპები მესამე და მეოთხე, ან მომდევნო შვილები არიან – 500 ლარი;

დ) სამი და მეტი ტყუპის შეძენის შემთხვევაში – 700 ლარი.

4. თუ ოჯახს დახმარების მიღების უფლება წარმოეშობა ამ მუხლით გათვალისწინებული ერთზე მეტი საფუძვლით, დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით – მაქსიმალური თანხის უპირატესობის პრინციპით.

5. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ერთ-ერთი მშობლის წერილობითი განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ახალშობილის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (მესამე, მეოთხე და ყოველი შემდგომი ახალშობილის დაბადების შემთხვევაში);

ვ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

6. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

7. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ ოჯახის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილები.

8. ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღება შეუძლიათ იმ მშობლებსაც, რომელთაც შვილები შეეძინათ გასული წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეში, მაგრამ 2016 წელში არ მოუმართავთ აღნიშნული ფულადი სოციალური დახმარების მისაღებად.

9. თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია სხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს არ უსარგებლია ამავე ტიპის დახმარებით სხვა მუნიციპალიტეტიდან.


მუხლი 8. ა(ა)იპ – სამუსიკო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ – სამუსიკო სკოლებში, აგრეთვე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში“ და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის სამხატვრო სკოლაში" სწავლის ღირებულების 100%-ით დაფინანსდებიან ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები შემდეგი კატეგორიის მოსწავლეები:

ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შვილები;

ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სხვა ტერიტორიული ბრძოლების მონაწილეთა შვილები;

გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილები;

დ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა შვილები;

ე) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიან მშობელთა (მშობლის) შვილები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი);

ვ) დედით ან/და მამით ობოლი ბავშვები;

ზ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა შვილები.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: ერთ-ერთი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მოსწავლის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები (დედით ან/და მამით ობოლი ბავშვების შემთხვევაში ცოცხალი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი);

ვ) ვეტერანის მოწმობის ასლი; (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა და სხვა ტერიტორიული ბრძოლების მონაწილეთა შვილებისთვის);

ზ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილებისთვის);

თ) შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა შვილებისთვის);

ი) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობების ასლები (მრავალშვილიან ოჯახთა შვილებისთვის);

კ) გარდაცვალების მოწმობის ასლი (დედით ან მამით ობოლი ბავშვებისთვის);

ლ) ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის პირობა, არ ვრცელდება იძულებით გადაადგილებულ-დევნილ მოსწავლეებზე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სწავლის შეღავათი, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში“, არ ვრცელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალესა და აწყურის ადმინისტრაციულ ერთეულებში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ მოსწავლეებზე.


მუხლი 9. იძულებით გადაადგილებულ პირთა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სარიტუალო მომსახურება 250 ლარის ოდენობით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: გარდაცვლილის ოჯახის წევრი ან სხვა უფლებამოსილი პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანის მოწმობის ასლი (ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში);

ე) დევნილის მოწმობის ასლი (დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში);

ვ) განმცხადებლისა და გარდაცვლილის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი ან უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

4. აღნიშნული ფულადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ დევნილი ან ვეტერანი გარდაცვლილია გასულ წელს და სარიტუალო მომსახურების თანხა ოჯახს ჯერ არ მიუღია.


მუხლი 10. მემკვიდრის გარეშე დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება მემკვიდრის გარეშე დარჩენილი მარტოხელა მოქალაქის სარიტუალო მომსახურება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) დაინტერესებული (დამკრძალავი) პირის წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციაპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი გარდაცვლილი მოქალაქის და დაინტერესებული (დამკრძალავი) პირის შესახებ.

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 11. მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკაროთათვის სოციალური დახმარების გაწევა
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში 2012 წლის მაისის თვეში მომხდარი მეწყერის შედეგად დაზარალებულ უსახლკაროთათვის ყოველთვიური სოციალური დახმარება გაიცემა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. სოციალური დახმარება გაიცემა შემდეგ მოქალაქეებზე:

ა) შურა ლაბაძე;

ბ) ივანე ლაბაძე;

გ) მარიამ კაპანაძე;

დ) მარიამ ლაბაძე;

3. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი ბენეფიციარებისათვის სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მოსარგებლე პირის პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 12. შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება
1. ფულად სოციალურ დახმარებას მიიღებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის შშმ პირის სტატუსის მქონე ვეტერანები:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შშმ პირები; (კოდი: 311);

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები; (კოდი: 312);

გ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მკვეთრად გამოხატული შშმ პირები, (კოდი: 211);

დ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები; (კოდი: 212).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შშმ ვეტერანები საახალწლოდ ერთჯერადად მიიღებენ 150 (ას ორმოცდა ათი) ლარს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შშმ ვეტერანები საახალწლოდ ერთჯერადად მიიღებენ 80 (ოთხმოცი) ლარს.

4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მოქალაქის განცხადება ან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა მონაცემების შესახებ.

ბ) ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანის საბანკო ანგარიშის ნომერი.

5. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ვეტერანის საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 13. შშმ პირთა სოციალური დახმარება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები, საახალწლოდ ერთჯერადად მიიღებენ 100 (ასი) ლარს.

2. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარებით ვერ ისარგებლებენ მე-12 მუხლით განსაზღვრული ბენეფიციარები.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მოქალაქის განცხადება ან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ შშმ პირთა შესახებ;

ბ) შშმ პირის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) შშმ პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.

4. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 


მუხლი 14. შშმ ბავშვთა სოციალური დახმარება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები შშმ ბავშვები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საახალწლოდ ერთჯერადად მიიღებენ სოციალურ დახმარებას 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: შშმ ბავშვის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);

დ) შშმ ბავშვის პირადობის მოწმობის ან/და დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) შშმ ბავშვის, მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

4. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 15. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დახმარება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ფართზე, მიმდინარე წელს მომხდარი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) საცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში – არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.

ბ) არასაცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: ხანძრით დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთი წევრი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ უნდა იქნეს წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათი თანდართული ხანძრით დაზიანებული შენობა-ნაგებობის სურათებით;

4. მომხდარ ხანძართან დაკავშირებით წარმოდგენილ უნდა იქნეს ხანძრის აქტი (სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან);

5. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ უნდა იქნეს წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტი ხანძრის შედეგად მიყენებული მიახლოებითი ზარალის შესახებ.

6. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 16. ა(ა)იპ „ქალაქ ახალციხის სათნოების სახლთან'' არსებული უფასო სასადილოს მომსახურება
1. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებად განისაზღვროს:

ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა პენსიონერები, რომლებსაც არ ჰყავთ საკვების მიმწოდებელი;

ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც არ აქვთ საკვების შეძენის საშუალება ან რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მოქმედი სარეიტინგო ქულით არაუმეტეს 75 000-სა;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, უზრუნველყოფილნი იქნებიან ა(ა)იპ „ქალაქ ახალციხის სათნოების სახლთან“ არსებულ უფასო სასადილოში კვებით.

2. მომსახურების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);

3. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი ბენეფიციარებისათვის სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ.


მუხლი 17. შეჭირვებული ოჯახების სოციალური დახმარება
1. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებად განისაზღვროს:

ა) ა(ა)იპ „ქალაქ ახალციხის სათნოების სახლთან“ არსებული უფასო სასადილოს ბენეფიციარები.

ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახები, რომლებიც განიცდიან მძიმე ეკონომიკურ სიდუხჭირეს და ვერ ახერხებენ ან გაჭირვებით ახერხებენ ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური საყოფაცხოვრებო, საარსებო პირობების შექმნას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები საახალწლოდ ერთჯერადად მიიღებენ 100 (ასი) ლარს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები საახალწლოდ უზრუნველყოფილნი იქნებიან ერთჯერადი, არაუმეტეს 65 (სამოცდახუთი) ლარის ღირებულების, სასურსათო პაკეტებით.

4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მოქალაქის განცხადება ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ოჯახის შესახებ;

ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);

დ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის ნომერი.


მუხლი 18. თირკმლის უკმარისობით დაავადებულთა სოციალური დახმარება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები თირკმლის უკმარისობით დაავადებული მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე ან პერიტონეულ დიალიზზე, საახალწლოდ ერთჯერადად მიიღებენ სოციალურ დახმრებას 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: პროგრამით მოსარგებლე პირი, მისი ოჯახის წევრი ან კანონიერი წარმომადგენელი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) მოსარგებლის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე) მოსარგებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 19. იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დახმარება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა ოჯახები საახალწლოდ უზრუნველყოფილ იქნებიან ერთჯერადი არაუმეტეს 65 (სამოცდახუთი) ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტებით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მოქალაქის განცხადება ან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მონაცემების შესახებ;

ბ) დევნილის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დევნილის მოწმობის ასლი.


მუხლი 20. დედ-მამით ობოლ ბავშვთა სოციალური დახმარება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვები მიიღებენ ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მეურვის/მზრუნველის წერილობითი განცხადება;

ბ) მეურვის/მზრუნველის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მეურვეობის/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან/და პირადობის მოწმობის ასლი;

ე) ბავშვის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) მშობლების გარდაცვალების მოწმობების ასლები;

ზ) მეურვის/მზრუნველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 21. მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრავი სამარშრუტო ტრანსპორტის ღირებულების თანადაფინანსება
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან განხორციელდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წრიული მარშრუტით, მგზავრთა გადაყვანის საფასურის 50%-იანი თანადაფინანსება.

მუხლი 22. გარდამავალი დებულებანი
1. მოქალაქისათვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შემთხვევაში გაიცემა საგარანტიო წერილი.

2. ა(ა)იპ სტატუსის მქონე სამუსიკო და სამხატვრო სკოლებში, 2017-2018 სასწავლო წლის ფარგლებში, მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება 2017 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან.

3. ამ წესის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შემთხვევაში ახალშობილთა ოჯახების დაფინანსება განხორციელდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან.

4. ამ წესის პირველი-მე-5 მუხლებით განსაზღვრული მომსახურების მიღებისას გათვალისწინებული იქნება, მოქალაქის მიერ  ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 თებერვლის № 2 დადგენილებისა და ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 თებერვლის № 5 დადგენილების ფარგლებში გამოყენებული ლიმიტი.

5. წინამდებარე წესის თითოეული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოქალაქეთათვის სოციალური დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სოციალური დახმარების მიზნობრივად გაცემის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი.


მუხლი 23. დასკვნითი დებულებანი
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.