„საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე

  • Word
„საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 474
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/11/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 29-30/5, 11/12/1996
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
474
12/11/1996
პარლამენტის უწყებანი, 29-30/5, 11/12/1996
0000.00.00.000000
„საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საინვესტიციო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 აგვისტოს კანონი („საქართველოს უზენაესი საბჭოს უწყებები“, 1991 წ., 8, მუხ. 588), „უცხოური ინვესტიციების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 30 ივნისის კანონი („საქართველოს პარლამენტის უწყებები“, 1994-1995 წწ., №№27-30, მუხ. 654) და ყველა კანონქვემდებარე აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონს.

3. ეთხოვოს საქართველოს პროეზიდენტს 15 დეკემრამდე საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ნუსხა იმ დარგებისა, რომლებშიც აკრძალული იქნება ინვესტიციების განხორციელება.

4. დაევალოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტთან და შესაბამის უწყებებთან ერთად ინვესტიციების მოზიდვისა და ხელშეწყობის მიზნით 1996 წლის 20 დეკემბრამდე შეიმუშაოს წინადადებები საგადასახადო კანონდებლობაში ცვლილებების შესახებ. 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე  ე. სურმანიძე

თბილისი,

1996 წლის 12 ნოემბერი.

474–Iს