დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 371 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 12/10/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017027 |
371
12/10/2017
ვებგვერდი, 16/10/2017
200090000.22.033.017027
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
|
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებული წესის:
1. მე-17 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის:
ა.ა) „ა-გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მეორე თაობის GPRS და crypto-ს შიდა მოდემი. შესაძლებელია ქსელური მოდული იყოს ჩასაყენებელი (pluggable) და კლიენტის სურვილისამებრ GPRS-ის გარდა შეეძლოს სხვა ტიპის კავშირის უზრუნველყოფაც, მაგალითად Ethernet, wifi და ა.შ;
ბ) შემოსავლების სამსახურის სერვერიდან მიღებული მოთხოვნის შესაბამისად ან/და წინასწარგანსაზღვრული პერიოდულობით, (თითოეული ჩეკის და პერიოდის ჯამური ინფორმაციის) ინფორმაციის სერვერზე გადაგზავნის მექანიზმი;
გ) სსა-ში ჩამონტაჟებულ მეხსიერებაზე მონაცემების პარალელურად შენახვის შესაძლებლობა. სსა-ში ასევე უნდა ინახებოდეს ელექტრონული ჟურნალი.“;
ა.ბ) „დ-ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ა.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ავტონომიური კვების ბლოკი (გარდა ისეთი სსა-ისა, რომლის გამოყენება მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შეუძლებელია კომპიუტერთან მიერთებისა და ერთობლივად ფუნქციონირების გარეშე), რომელიც ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში უზრუნველყოფს აპარატის 6-საათიანი მუშაობის უწყვეტ რეჟიმს;“;
ა.დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) შესაძლებლობა, განახორციელოს ტექსტური და ციფრული ჩანაწერები ჩეკებზე;“;
ა.ე) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) ჩეკის დეტალური ინფორმაციის შენახვის შესაძლებლობა ფისკალურ მეხსიერებაში არანაკლებ 1 თვის პერიოდით, იმ შემთხვევაში, თუ მონაცემების გადაცემა ცენტრალურ სერვერზე ვერ მოხერდა რაიმე მიზეზის გამო, ინფორმაცია ფისკალური მეხსიერებიდან არ უნდა წაიშალოს;“;
ა.ვ) „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.ზ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა ჩეკის გარეშე მუშაობის შემთხვევაში;“;
ა.თ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ღ) პრინტერის ტიპი: თერმული, მინიმუმ 50 მმ თერმულ ქაღალდზე ბეჭდვა, ქაღალდის მარტივი ჩატვირთვის სისტემით; პრინტერის სიჩქარე: არანაკლებ 10 ხაზი/წმ.“;
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“, „ზ-ო“, „ჟ“, „ს-ღ“ ქვეპუნქტებით და მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან სსა-ის შესაბამისობას განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომში – სააგენტო) ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან სსა-ის შესაბამისობას განსაზღვრავს შემოსავლების სამსახური.“.
2. მე-18 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. რეესტრი იწარმოება სსა-ის ყოველი მოდელის შესახებ შესაბამისი მონაცემების და სააგენტოს ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება მათთან წარდგენილი კონკრეტული სსა-ის (საქარხნო ნომრის და მისი მაიდენტიფიცირებელი სხვა მონაცემების მითითებით) მოდელის შესაბამისობა მის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და ამ თავით დადგენილ მოთხოვნებთან.“;
ბ) მე-9 პუნქტის:
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სააგენტოს ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირის მიერ დალუქული სსა-ის მოდელი, რომელზედაც სააგენტოს ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირის მიერ გაცემულია შესაბამისი დასკვნა და ის გამიზნულია ტიპის ნიმუშად;“;
ბ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადაქციით:
„თ) სააგენტოს ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი სსა-ის ამ კონკრეტული მოდელის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე.“;
გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. რეესტრში შეტანილი სსა-ის ტიპის ნიმუშები (რომლებიც დალუქული უნდა იყოს სააგენტოს ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირის მიერ და შემოსავლების სამსახურის ლუქებით), ელექტრონულ მატარებელზე არსებული პროგრამა, საინფორმაციო ბარათები და შესაბამისი დოკუმენტაცია ინახება შემოსავლების სამსახურში.“.
3. დანართი №4 და დანართი №142 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები