„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურების ნუსხის განსაზღვრის თაობაზე

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურების ნუსხის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 448
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 130050000.10.003.020157
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
448
05/10/2017
ვებგვერდი, 06/10/2017
130050000.10.003.020157
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურების ნუსხის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (06/10/2017 - 18/12/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №448

2017 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურების ნუსხის განსაზღვრის თაობაზე

მუხლი 1
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (სსმ, 22/03/2017, №477-IIს) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  განისაზღვროს  „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურების ნუსხა თანდართული სახით.  
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურების ნუსხა

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის განისაზღვროს სპეციალური სამსახურების შემდეგი ნუსხა:

1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის:

ა) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);

ბ) კონტრდაზვერვის დეპარტამენტი;

გ) ანტიკორუფციული სააგენტო (დეპარტამენტი);

დ) კონტრტერორისტული ცენტრი (დეპარტამენტი);

ე) სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

ა) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);

ბ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი;

გ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.

3. სტრატეგიული და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში, ასევე საქართველოს დაზვერვის სამსახური და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი.