დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურების ნუსხის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 448 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130050000.10.003.020157 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/10/2017 - 18/12/2018)
|
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურების ნუსხის განსაზღვრის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (სსმ, 22/03/2017, №477-IIს) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურების ნუსხა თანდართული სახით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სპეციალური სამსახურების ნუსხა
|
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის განისაზღვროს სპეციალური სამსახურების შემდეგი ნუსხა:
1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის: ა) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი); ბ) კონტრდაზვერვის დეპარტამენტი; გ) ანტიკორუფციული სააგენტო (დეპარტამენტი); დ) კონტრტერორისტული ცენტრი (დეპარტამენტი); ე) სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ა) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი); ბ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი; გ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია. 3. სტრატეგიული და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში, ასევე საქართველოს დაზვერვის სამსახური და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები