საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ კონვენციასთან შეერთების თაობაზე

  • Word
საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ კონვენციასთან შეერთების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 201
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/04/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 009, 16/05/1996
სარეგისტრაციო კოდი 480.190.000.09.001.000.074
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
201
30/04/1996
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 009, 16/05/1996
480.190.000.09.001.000.074
საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ კონვენციასთან შეერთების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (16/05/1996 - 30/03/2007)

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ“ კონვენციასთან შეერთების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. შეუერთდეს საქართველო კონვენციას „საერთაშორისო მნიშვნელობლის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ“.

2. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აცნობოს ამის შესახებ დეპოზიტარს, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს.

3. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შესატანად განსაზღვრულ იქნეს ცენტრალური კოლხეთის ჭარბტენიანი ტერიტორიები (ჭურიის, ნაბადას, ფიჩორა-პალიასტომის ჭაობები, პალიასტომის ტბა და მათი მიმდებარე ტერიტორიები და ზღვის აკვატორია) 55,5 ათასი ჰექტარი საერთო ფართობით შავი ზღვის სანაპირო ზონის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე რიონის შესართავთან, საქართველოს ხობის, ლანჩხუთის ადმინისტრაციულ რაიონებში და ქალაქ ფოთის საქალაქო დაქვემდებარების ტერიტორიაზე. გეოგრაფიული კოორდინატებით: ჭურიის ჭაობები 420 20`, 410 43`; ნაბადას ჭაობები - 420 15`, 410 43`; ფიჩორა-პალიასტომის ჭაობები 420 10`, 410 50`, რომლებიც ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება დაუსახლებელ და დაუმუშავებელ მიწებს. დასავლეთით საზღვარი მიჰყვება ზღვის დიუნების მწკრივს, ქალაქ ფოთისა და პალიასტომის ტბის მიდამოებში კი ქალაქის აღმოსავლეთ კიდესა და ტბის ნაპირს.

4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობების მთავარ სამმართველოსთან შეთანხმებით („დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 და მე-18 მუხლების შესაბამისად) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) თანამშრომლობით:

ა) ოთხ თვეში შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს წინადადებანი „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ“ კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე;

ბ) ერთი თვის ვადაში განსაზღვროს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი, კონვენციის დებულებათა განხორციელებაზე პასუხისმგებელი საკოორდინაციო სტრუქტურული ქვედანაყოფი (NATIONAL FOCAL POINT) და მიღებული გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით აცნობოს დეპოზიტარს;

გ) საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შესატანი (დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად) ცენტრალური კოლხეთის ჭარბტენიანი ტერიტორიების ადგილმდებარეობისა და სათანადო მახასიათებლების შესახებ აცნობოს დეპოზიტარს და კონვენციის მუდმივმოქმედი ბიუროს მოვალეობების შემსრულებელს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირს.

5. დაევალოს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს, სამი თვის ვადაში შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი „კოლხეთის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ“, რომელიც შედგენილია საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შესატანად განსაზღვრული (დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად) ცენტრალური კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიებზე ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ხელშეწყობით და მსოფლიო გარემოს დაცვის ფონდის (GIOBALL ENVIRONMENTAL FACILITY) ფინანსური დახმარებით 1995 წელს დამუშავებული შესაბამისი პროექტის საფუძველზე.

 

       საქართველოს პარლამენტის

      თავმჯდომარის მოადგილე ე. სურმანიძე

     

      თბილისი,

      1996 წლის 30 აპრილი.