დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.107.016266 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/08/2017 - 06/08/2018)
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
აკრძალულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის (შემდგომში – საარჩევნო პლაკატი) გაკვრა:
ა) საკულტო შენობა-ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, ასევე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში; ბ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე. |
| მუხლი 2 |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატის გასაკრავად განთავსდეს სპეციალური სტენდები (შემდგომში – სტენდი) დანართით განსაზღვრულ ადგილებზე.
|
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას არაუმეტეს 1 (ერთი) ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არა უმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი).
|
| მუხლი 4 |
საარჩევნო პლაკატები ასევე შეიძლება განთავსდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გარე განათების ბოძებზე, მგზავრთა მოსაცდელებში და სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე.
|
| მუხლი 5 |
ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-4 მუხლების გათვალისწინებით საარჩევნო პლაკატები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში, თუ ამით არ უარესდება საგზაო ნიშნების, მაჩვენებლებისა და საავტომობილო გზის ხილვადობა, აგრეთვე საფრთხე არ ემუქრება ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას.
|
| მუხლი 6 |
გამოყოფილი ადგილები და განთავსების პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის თანაბარია.
|
| მუხლი 7 |
შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა.
|
| მუხლი 8 |
ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
|
| მუხლი 9 |
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების ამ კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები შეადგინოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის პროფესიულმა საჯარო მოხელეებმა.
|
| მუხლი 10 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის საარჩევნო პლაკატების გასაკრავად გამოყოფილი ადგილების ჩამონათვალი
|
1.№-69.01 დაბა ჩხოროწყუს საარჩევნო უბანი (სამი ადგილი), სამუსიკო სკოლის მიმდებარედ (დავით აღმაშენებლის ქ. №4), ბაზრის ავტოსადგომის ტერიტორიაზე (ლ. გობეჩიას ქ., I შეს., №1), ყოფილი უნივერმაღის გვერდით მოსაცდელთან (ჭავჭავაძის ქ.).
2. №-69.02 დაბა ჩხოროწყუს საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედ (კ. გამსახურდიას ქ.). 3. №-69.03 გარახის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), გარახის უბნის ცენტრში ყოფილი შერეული მაღაზიის მიმდებარედ (ჯანაშიას ქ.). 4.№-69.04 ახუთის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), ახუთის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ახუთის 1-ლი ქუჩა). 5.№-69.05 მონგირის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), სპორტული მოედნის მიმდებარედ (სოფ. ახუთის მე-18 ქ.). 6. №-69.06 ზუმის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), სოფლის ცენტრში მდებარე მოსაცდელის მიმდებარედ (სოფ. ზუმის მე-4 ქ.). 7.№-69.07 თაიას საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), სოფლის ცენტრში მდებარე მოსაცდელის მიმდებარედ (სოფ. თაიას მე-15 ქ.). 8. №-69.08 კირცხის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), სოფლის ცენტრში სავაჭრო ობიექტის მიმდებარედ (სოფ. კირცხის 22-ე ქ.). 9. №-69.09 კირცხი-სარაქონის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), სოფლის ცენტრში სპორტული მოედნის მიმდებარედ (სოფ. კირცხის მე-3 ქ.). 10. №-69.10 ლესიჭინეს პირველი საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), ყოფილი მეურნეობის კულტურის სახლის მიმდებარედ სოფლის ცენტრში ბაზრის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ლესიჭინეს 43-ე ქ.). 11. №-69.11 ლესიჭინეს მეორე საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), სოფლის ცენტრში ბაზრის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ლესიჭინეს 1-ლი ქ.). საუბნო საავადმყოფოს ტერიტორიის მიმდებარედ. 12.№-69.12 II ლესიჭინეს საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), №3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ლესიჭინეს მე-19 ქ.). 13.№-69.13 ოჩხომურის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ლესიჭინეს 47-ე ქ.). 14. №-69.14 ლეწურწუმის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), სოფლის ცენტრში საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (ალ. პერტაიას ქ.). 15.№-69.15 მუხურის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), სოფლის ცენტრში სკვერის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. მუხურის მე-17 ქ.) 16. №-69.16 ლეგახარეს საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), მუხურის №2 არასრული საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. მუხურის მე-17ქ.). 17. №-69.17 ნაკიანის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), ყოფილი მეურნეობის კანტორის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ნაკიანის 1-ლი ქ.). 18.№-69.18 ნაფიჩხოვოს საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ნაფიჩხოვოს 1-ლი ქ.). 19. №-69.19 ლედარსალეს საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), ნაფიჩხოვოს №2 არასრული საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ნაფიჩხოვოს მე-17 ქ.). 20. №-69.20 ხანწკის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), ნაფიჩხოვოს არასრული საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ნაფიჩხოვოს მე-9 ქ.). 21. №-69.21 ქვედაჩხოროწყუს საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), საექიმო უბნის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ქვედაჩხოროწყუს 1-ლი ქ.). 22. №-69.22 პირველი ჭოღის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), საბავშვო ბაღის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ჭოღის მე-16 ქ.). 23.№-69.23 მეორე ჭოღის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), ყოფილი მეურნეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ჭოღის მე-8 ქ.). 24. №-69.24 ხაბუმის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), ყოფილი უნივერმაღის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ხაბუმეს 37-ე ქ.). 25. №-69.25 ხაბუმის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), ყოფილი ჩაის ფაბრიკის ბაგა-ბაღის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ხაბუმეს 1-ლი ქ.). 26. №-69.26 ჯუმითის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), ბაგა-ბაღის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ხაბუმეს 46-ე ქ.). 27. №-69.27 დაბა ჩხოროწყუს საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), ყოფილი ფოსტის შენობის მიმდებარე ტერიტორია (დავით აღმაშენებლის ქ.), საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე (დავით აღმაშენებლის ქ.).
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები