დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.107.016325 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/08/2018 - 07/09/2020)
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
აკრძალულია საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის (შემდგომში – საარჩევნო პლაკატი) გაკვრა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოს, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, ასევე საკულტო შენობა-ნაგებობებზე (მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოებზე, ეკლესიებზე და მონასტრებზე), აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე. |
| მუხლი 2 |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატის გასაკრავად განთავსდეს სპეციალური სტენდები (შემდგომში – სტენდი) დანართით განსაზღვრულ ადგილებზე. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას არაუმეტეს 1 (ერთი) ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი). |
| მუხლი 4 |
საარჩევნო პლაკატები ასევე შეიძლება განთავსდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გარე განათების ბოძებზე, მგზავრთა მოსაცდელებში და სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე. |
| მუხლი 5 |
ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-4 მუხლების გათვალისწინებით, საარჩევნო პლაკატები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში, თუ ამით არ უარესდება საგზაო ნიშნების, მაჩვენებლებისა და საავტომობილო გზის ხილვადობა, აგრეთვე საფრთხე არ ემუქრება ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას. |
| მუხლი 6 |
გამოყოფილი ადგილები და განთავსების პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის თანაბარია. |
| მუხლი 7 |
შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. |
| მუხლი 8 |
ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. |
| მუხლი 9 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 აგვისტოს №34 დადგენილება. |
| მუხლი 10 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის საარჩევნო პლაკატების გასაკრავად გამოყოფილი ადგილების ჩამონათვალი
|
1. №-69.01 დაბა
ჩხოროწყუს
საარჩევნო
უბანი
/სამი
ადგილი
/, სამუსიკო
სკოლის
მიმდებარედ
(დ
ავით აღმაშენებლის
ქ
. №4), ბაზრის
ავტოსადგომის
ტერიტორიაზე
(ლ
. გობეჩიას
ქ
. I შეს
. №1), ყოფილი
უნივერმაღის
გვერდით
მოსაცდელთან
(ჭავჭავაძის
ქ
.).
2. №-69.02 დაბა ჩხოროწყუს საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედ (კ . გამსახურდიას ქ .). 3. №-69.03 გარახის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, გარახის უბნის ცენტრში ყოფილი შერეული მაღაზიის მიმდებარედ (ჯანაშიას ქ .). 4. №-69.04 ახუთის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, ახუთის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ახუთის 1-ლი ქუჩა ). 5. №-69.05 მონგირის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, სპორტული მოედნის მომდებარედ (სოფ . ახუთის მე -18 ქ .). 6. №-69.06 ზუმის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, სოფლის ცენტრში მდებარე მოსაცდელის მიმდებარედ (სოფ . ზუმის მე -4 ქ .). 7. №-69.07 თაიას საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, სოფლის ცენტრში მდებარე მოსაცდელის მიმდებარედ (სოფ . თაიას მე -15 ქ .). 8. №-69.08 კირცხის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, სოფლის ცენტრში სავაჭრო ობიექტის მიმდებარედ (სოფ . კირცხის 22-ე ქ .). 9. №-69.09 კირცხი -სარაქონის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, სოფლის ცენტრში სპორტული მოედნის მიმდებარედ (სოფ . კირცხის მე -3 ქ .). 10. №-69.10 ლესიჭინეს პირველი საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, ყოფილი მეურნეობის კულტურის სახლის მიმდებარედ სოფლის ცენტრში ბაზრის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ლესიჭინეს 43-ე ქ .). 11. №-69.11 ლესიჭინეს მეორე საარჩევნო უბანი /ორი ადგილი /, სოფლის ცენტრში ბაზრის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ლესიჭინეს 1-ლი ქ .). საუბნო საავადმყოფოს ტერიტორიის მიმდებარედ . 12. №-69.12 II ლესიჭინეს საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, №3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ლესიჭინეს მე -19 ქ .). 13. №-69.13 ოჩხომურის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, ბაგა -ბაღის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ლესიჭინეს 47-ე ქ .). 14. №-69.14 ლეწურწუმის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, სოფლის ცენტრში საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (ალ . პერტაიას ქ .). 15. №-69.15 მუხურის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, სოფლის ცენტრში სკვერის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . მუხურის მე -17 ქ .) 16. №-69.16 ლეგახარეს საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, მუხურის №2 არასრული საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . მუხურის მე -17ქ .). 17. №-69.17 ნაკიანის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, ყოფილი მეურნეობის კანტორის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ნაკიანის 1-ლი ქ .). 18. №-69.18 ნაფიჩხოვოს საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ნაფიჩხოვოს 1-ლი ქ .). 19. №-69.19 ლედარსალეს საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, ნაფიჩხოვოს №2 არასრული საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ნაფიჩხოვოს მე -17 ქ .). 20. №-69.20 ხანწკის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, ნაფიჩხოვოს არასრული საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ნაფიჩხოვოს მე -9 ქ .). 21. №-69.21 ქვედაჩხოროწყუს საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, საექიმო უბნის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ქვედაჩხოროწყუს 1-ლი ქ .). 22. №-69.22 პირველი ჭოღის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, საბავშვო ბაღის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ჭოღის მე -16 ქ .). 23. №-69.23 მეორე ჭოღის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, ყოფილი მეურნეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ჭოღის მე -8 ქ .). 24. №-69.24 ხაბუმის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, ყოფილი უნივერმაღის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ხაბუმე 37-ე ქ .). 25. №-69.25 ხაბუმის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, ყოფილი ჩაის ფაბრიკის ბაგა -ბაღის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ხაბუმე 1-ლი ქ .). 26. №-69.26 ჯუმითის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, ბაგა –ბაღის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ხაბუმე 46-ე ქ .). 27. №-69.27 დაბა ჩხოროწყუს საარჩევნო უბანი /ორი ადგილი /, ყოფილი ფოსტის შენობის მიმდებარე ტერიტორია (დ ავით აღმაშენებლის ქ .) საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე (დავით აღმაშენებლის ქ .).
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები