ფიზიკური მდგომარეობის გამო საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრობისა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 39/2017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 22/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016353
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
39/2017
22/08/2017
ვებგვერდი, 22/08/2017
010190020.15.008.016353
ფიზიკური მდგომარეობის გამო საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრობისა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/08/2017 - 15/07/2021)

ფიზიკური მდგომარეობის გამო საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრობისა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №39/2017

2017 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

ფიზიკური მდგომარეობის გამო საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრობისა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
ამ დადგენილების მიზნებისათვის ტერმინს „ფიზიკური მდგომარეობა“ აქვს შემდეგი მნიშვნელობა: საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრობისა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის  მერობის კანდიდატი, რომელიც ზედა კიდურების არქონის ან სხვაგვარად შეზღუდული (დროებით/მუდმივად) მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული საარჩევნო რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების (კანდიდატის მიერ სააღრიცხვო ბარათის შევსება, წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადების დაწერა/წარდგენა) დამოუკიდებლად შესრულებას.

1. ფიზიკური მდგომარეობის მქონე საარჩევნო სუბიექტის კანდიდატი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 143-ე მუხლის მე-8 პუნქტით, 144-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 158-ე მუხლის მე-8 პუნქტით და 167-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ სააღრიცხვო ბარათს ავსებს შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით:

აღნიშნული კანდიდატის ნაცვლად მისი თანდასწრებით სააღრიცხვო ბარათს ავსებს, ხელს აწერს და შესაბამის საარჩევნო კომისიაში ერთობლივად წარადგენს მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა), რომელიც დაეხმარება მას კანდიდატისათვის განკუთვნილი სააღრიცხვო ბარათის შევსებაში.

2. ფიზიკური მდგომარეობის მქონე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 144-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ წერილობით თანხმობას არჩევნებში მონაწილეობაზე, რომელიც თან უნდა ერთოდეს საინიციატივო ჯგუფის განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, წარადგენს შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით:

აღნიშნული კანდიდატის ნაცვლად თანხმობას არჩევნებში მონაწილეობაზე მისი თანდასწრებით წერს კანდიდატის მიერ არჩეული პირი (საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი), რომელიც დაეხმარება მას კანდიდატისათვის განკუთვნილი თანხმობის დაწერაში.

3. ფიზიკური მდგომარეობის მქონე კანდიდატი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 146-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 1591 მუხლის პირველი პუნქტითა და 168-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებით (არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის თაობაზე) მიმართავს შესაბამის საარჩევნო კომისიას შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით:

აღნიშნული კანდიდატის ნაცვლად განცხადებას არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის თაობაზე კანდიდატის თანდასწრებით წერს მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა), რომელიც დაეხმარება მას განცხადების დაწერასა და შემდგომ შესაბამის საარჩევნო კომისიაში ერთობლივ წარდგენაში.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი