დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ფიზიკური მდგომარეობის გამო საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობისა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 22 აგვისტოს №39/2017 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32/2021 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 15/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.15.008.016559 |
|
,,ფიზიკური მდგომარეობის გამო საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობისა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 22 აგვისტოს №39/2017 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ფიზიკური მდგომარეობის გამო საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობისა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 22 აგვისტოს №39/2017 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 22/08/2017, 010190020.15.008.016353) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ფიზიკური მდგომარეობის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 141-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 143-ე მუხლის მე-8 პუნქტით, 144-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 158-ე მუხლის მე-8 პუნქტით და 167-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ სააღრიცხვო ბარათს ავსებს და თანხმობას არჩევნებში მონაწილეობაზე წერს შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით: აღნიშნული კანდიდატის ნაცვლად მისი თანდასწრებით სააღრიცხვო ბარათს ავსებს, ხელს აწერს, თანხმობას არჩევნებში მონაწილეობაზე წერს და შესაბამის საარჩევნო კომისიაში ერთობლივად წარადგენს მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა), რომელიც დაეხმარება მას კანდიდატისათვის განკუთვნილი სააღრიცხვო ბარათის შევსებაში. 2. ფიზიკური მდგომარეობის მქონე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 141-ე მუხლის მე-6 პუნქტითა და 167-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ სააღრიცხვო ბარათსა და წერილობით თანხმობას არჩევნებში მონაწილეობაზე, რომელიც თან უნდა ერთოდეს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, წარადგენს შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით: აღნიშნული კანდიდატის ნაცვლად სააღრიცხვო ბარათს ავსებს და თანხმობას არჩევნებში მონაწილეობაზე მისი თანდასწრებით წერს კანდიდატის მიერ არჩეული პირი (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი), რომელიც დაეხმარება მას კანდიდატისათვის განკუთვნილი თანხმობის დაწერაში.“.
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები