უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე
დოკუმენტის ნომერი 395
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.020104
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
395
11/08/2017
ვებგვერდი, 15/08/2017
430020000.10.003.020104
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/08/2017 - 25/09/2017)

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №395

2017 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

 

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე

  აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დაფინანსება განხორციელდეს  შემდეგი სახით:

მუხლი 1
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისათვის გამოიყოს 2 520 000 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის გამოიყოს 1 920 000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის გამოიყოს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც  2015 და 2016 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ  აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

4. სოციალური პროგრამის ფარგლებში, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის (შემდგომში – გრანტი) სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.

5. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, სოციალური პროგრამის ფარგლებში, მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ ოდენობამდე, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობისა. 

მუხლი 2
სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირი

1. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს პირმა (შემდგომში – სტუდენტი), რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე  და ვერ მოიპოვა გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვა გრანტის ნაწილობრივი ოდენობა და განეკუთვნება ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კატეგორიას ან არის ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „ე“ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტუდენტი, გარდა იმ სტუდენტებისა, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 24 ივნისის №79/ნ,  2014 წლის 15 აპრილის №50/ნ, 2015 წლის 15 მაისის №43/ნ და 2016 წლის 27 ივლისის №81/ნ ბრძანებების საფუძველზე სწავლობენ იმ პროგრამულ მიმართულებაზე/მიმართულებებზე, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

2. სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას, ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობის ფარგლებში, მოიპოვებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით“ (შემდგომში − დებულება) გათვალისწინებულ 3 სავალდებულო და ერთ-ერთ არჩევით საგანში მიღებული აბსოლუტური ქულებით, რანჟირების სიის საფუძველზე.

3. სტუდენტი სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას მოიპოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს დებულებით გათვალისწინებულ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ ყველა გამოცდაში.

4. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას ვერ მოიპოვებენ სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ  დებულების მე-40 მუხლის მე-13 და 21-ე პუნქტებით გათვალისწინებულ თავისუფალ ადგილებზე განმეორებითი რეგისტრაციის გავლის საფუძველზე.

მუხლი 3
სტუდენტთა კატეგორიები

1. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხა − 1 920 000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცი ათასი) ლარი, ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, გადაეცემათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:

ა) 206 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი   დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქედან:

ა.ა) მესტიის მუნიციპალიტეტში – 12 სტუდენტს;

ა.ბ) ლენტეხის მუნიციპალიტეტში – 10 სტუდენტს;

ა.გ) ონის მუნიციპალიტეტში – 10 სტუდენტს;

ა.დ) ქედის მუნიციპალიტეტში – 18 სტუდენტს;

ა.ე) ხულოს მუნიციპალიტეტში – 24 სტუდენტს;

ა.ვ) შუახევის მუნიციპალიტეტში – 18 სტუდენტს;

ა.ზ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტში – 10 სტუდენტს;

ა.თ) დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბარისახოს, შატილის, ქვეშეთის, მლეთის, მაღაროსკარისა და გუდამაყრის სკოლებში) – 10 სტუდენტს;

ა.ი) ადიგენის მუნიციპალიტეტში – 15 სტუდენტს;

ა.კ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში – 10 სტუდენტს;

ა.ლ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში – 6 სტუდენტს;

ა.მ) წალკის მუნიციპალიტეტში – 13 სტუდენტს;

ა.ნ) დმანისის მუნიციპალიტეტში – 16 სტუდენტს;

ა.ო) ახმეტის მუნიციპალიტეტში – 24 სტუდენტს (მათ შორის, პანკისის ხეობის სკოლებში − 14 სტუდენტს; ზემო და ქვემო ალვანის სკოლებში − 10 სტუდენტს);

ა.პ) ასპინძის მუნიციპალიტეტში – 10  სტუდენტს;

ბ) 170 სტუდენტს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე (შემდგომში – ოკუპირებული ტერიტორია) არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით; ასევე სტუდენტებს, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, აქედან:

ბ.ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის, აჟარის მუნიციპალიტეტში – 90 სტუდენტს;

ბ.ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები), მათ შორის, ქურთის, ერედვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში – 75 სტუდენტს;

ბ.გ) საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში – 5 სტუდენტს;

გ) 15 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

დ) 15 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

ე) 26 სტუდენტს, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;

ვ) 5 სტუდენტს, რომლებსაც „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ რეპატრიანტის სტატუსი;

ზ) 50 სტუდენტს, რომლებიც არიან ობოლნი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა);

თ) 100 სტუდენტს, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები;

ი) 30 სტუდენტს, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

კ) 50 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

ლ) 16 სტუდენტს, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან ან მინდობით აღზრდაში) ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში;

მ) 170 სტუდენტს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი, ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, გადაეცემათ სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს 2015 და 2016 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აქედან:

ა) 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის გამოიყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი;

ბ) 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის გამოიყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი.

მუხლი 4
რამდენიმე კატეგორიაში შემავალი სტუდენტები

სტუდენტი, რომელიც განეკუთვნება ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ 2 ან მეტ კატეგორიას, დაფინანსებას მოიპოვებს ერთ-ერთ კატეგორიაში, ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული თანმიმდევრობის დაცვით.

მუხლი 5
დაფინანსების პრინციპი კონკურსისა და თანაბარი ქულების დროს

1. თუ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ კატეგორიაში/ქვეკატეგორიაში შემავალი სტუდენტების რაოდენობა (შემდგომში – დასაფინანსებელი სტუდენტები) აღემატება ამ კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისათვის გამოყოფილი ადგილების (შემდგომში – ადგილი) რაოდენობას (შემდგომში – კონკურსი), თანხა გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულებით რანჟირების სიის საფუძველზე.

2. თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 ან მეტ სტუდენტს მიღებული აქვს თანაბარი აბსოლუტური ქულის/ქულების ჯამი, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფინანსება გაიცემა ქვემოთ მოცემული კრიტერიუმებით, შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად;

ბ) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის  გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად;

გ) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხოური ენის გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად.

მუხლი 6
დარჩენილი ადგილების გადანაწილება

თუ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით    გათვალისწინებული ქვეკატეგორიების მიხედვით დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა ნაკლებია გამოყოფილი ადგილების რაოდენობაზე, დარჩენილი ადგილების რაოდენობა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულებით რანჟირების სიის საფუძველზე,  დაემატება ამავე ქვეპუნქტებში შემავალ ქვეკატეგორიას.

მუხლი 7
დარჩენილი თანხის გადანაწილება

1. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტუდენტებზე და რომელიმე ქვეპუნქტში დარჩენილია დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა, დარჩენილი თანხა გაიცემა ამ სტუდენტების დასაფინანსებლად.

2. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით, დარჩენილი თანხა, ამ დადგენილების მე-2 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, გადანაწილდება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები, რომლებიც ჩარიცხულნი არიან 2013-2016 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა;

გ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;

დ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;

ე) მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ჩარიცხულნი არიან 2013-2016 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში;

ვ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით   გათვალისწინებული კატეგორიის პირები;

ზ) ობოლი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა) სტუდენტები, რომლებიც ჩარიცხულნი არიან 2013-2016 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში;

თ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის  პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;

ი) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით   გათვალისწინებული კატეგორიის პირები;

კ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;

ლ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები.

3. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით, დარჩენილი თანხა დაემატება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანხას.

4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილების შემდეგ თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა გაიცემა ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე, შესაბამისი თანმიმდევრობის დაცვით.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილების შემდეგ თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა დაემატება „2017-2018 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 ივლისის №359 დადგენილების პირველი მუხლის 28-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანხას.

მუხლი 8
განცხადების წარდგენა და გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებ

1. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტი წარადგენს განცხადებას, რომლის ფორმა და  წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით, „გ – მ“ ქვეპუნქტებით, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, წარადგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 2017 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.

3. ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული სტუდენტები (გარდა მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებისა) უფლებამოსილნი არიან, განცხადება (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) წარადგინონ შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში – საგანმანათლებლო რესურსცენტრში (შემდგომში – საგანმანათლებლო რესურსცენტრი) 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 2017 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით. საგანმანათლებლო რესურსცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 3 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს სტუდენტთა განცხადებებსა და  თანდართულ დოკუმენტაციას.

4. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, წარადგენენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 2017 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ერთ კვირაში დაადგენს სტუდენტის შესაბამისობას ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ სტუდენტთა სიას წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

5. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტუდენტები, სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად, განცხადებას (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) წარადგენენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციაში, 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 2017 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია ერთ კვირაში დაადგენს სტუდენტის შესაბამისობას ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ სტუდენტთა სიას წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

6. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 9
პროგრამის გავრცელება და ხელმისაწვდომობა

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მიწოდება და ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება.  

მუხლი 10
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი