2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ორი ახალი კანდიდატურის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ორი ახალი კანდიდატურის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 362
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240020.10.003.020071
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
362
26/07/2017
ვებგვერდი, 27/07/2017
010240020.10.003.020071
2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ორი ახალი კანდიდატურის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/07/2017 - 21/08/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №362

2017 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

 

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ორი ახალი კანდიდატურის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის დასკვნის (Advisory Panel (2017) GEO3) შესაბამისად,  2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ორი ახალი კანდიდატურის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარდგენის მიზნით, „2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 თებერვლის №93 დადგენილებით შექმნილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიამ ჩაატაროს შერჩევის პროცედურა. 
მუხლი 2
დამტკიცდეს თანდართული 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ორი ახალი კანდიდატურის შერჩევის  წესი.
მუხლი 3
ამ წესის დაცვით შედგენილი მოსამართლის კანდიდატურების სია საქართველოს მთავრობას წარმოედგინოს არაუგვიანეს 2017 წლის 31 აგვისტოსა. 
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ორი ახალი კანდიდატურის შერჩევის წესი

მუხლი 1. 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ორ ახალ კანდიდატურას შეარჩევს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისია, „2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 თებერვლის №93 დადგენილებით დამტკიცებული წესის (შემდგომში წესი) მე-2-მე-4 მუხლებისა და მე-6 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად.

მუხლი 2

1. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ორი ახალი კანდიდატურა შეირჩევა 35-დან 65 წლამდე ასაკის საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქეებისგან. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) სრულყოფილად ფლობდეს სახელმწიფო ენას;

ბ) კარგად ფლობდეს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისური ან ფრანგული; ცოდნის მინიმუმ B1 დონე ევროპული სტანდარტით);

გ) სრულყოფილად ფლობდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, შესაბამის პრეცედენტულ სამართალს და ჰქონდეს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) სრულყოფილად ფლობდეს საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს  კანონმდებლობას;

ე) აკმაყოფილებდეს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან იყოს აღიარებული კომპეტენტურობის მქონე სამართალმცოდნე;

ვ) ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

ზ) ჰქონდეს მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია.

2. ევროპის საბჭოს მეორე ოფიციალური ენის ფლობა მოცემული კანდიდატის უპირატესობად ჩაითვლება.

მუხლი 3

1. კანდიდატი ვალდებულია, კომისიას წარუდგინოს საკონკურსო განაცხადი, რომელიც შედგება სამოტივაციო ბარათის, ავტობიოგრაფიისა (Curriculum Vitae) და მოცემული კანდიდატურის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებისაგან, მათ შორის, ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ოფიციალური ენის სათანადოდ ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატისაგან.

2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად, საკონკურსო განაცხადების პირველად გადარჩევას აწარმოებს კომისიის სამდივნო და შედეგებს ელექტრონული წესით დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის წევრებს. პირველადი გადარჩევის შედეგები დამტკიცებულად ითვლება, თუ ამ შედეგებზე თანხმობას გამოხატავს კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. იმ კანდიდატებს, რომლებსაც არ ექნებათ წარდგენილი ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ოფიციალური ენის – ინგლისურის ან ფრანგულის ცოდნის მინიმუმ B1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი, კომისიის სამდივნო იწვევს გამოცდის ჩასაბარებლად, ინგლისური ენის შემთხვევაში –  IELTS ან APTIS ტესტის ჩასაბარებლად, ხოლო ფრანგული ენის შემთხვევაში – საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ შეთავაზებულ ტესტირებაზე.

4. იმ კანდიდატებს, რომლებიც ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, კომისია იწვევს გასაუბრებაზე და ისმენს თითოეული მათგანის მოსაზრებებს ცალ-ცალკე.

5. კანდიდატებთან გასაუბრება, მათი შეფასება, საშუალო ჯამური ქულების გამოყვანა და საქართველოს მთავრობისათვის 5 კანდიდატისაგან შემდგარი სიის წარმოდგენა ხდება წესის მე-7 მუხლის მე-4-მე-7 პუნქტების შესაბამისად.

მუხლი 4

1. საქართველოს მთავრობა განიხილავს კომისიის მიერ მისთვის წარმოდგენილ კანდიდატურებს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარსადგენად 5 კანდიდატისგან იწონებს ნებისმიერ 2 კანდიდატს, რომელთაგან ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის ან ორივე უნდა იყოს ქალი.

2. თუ საქართველოს მთავრობა არ მოიწონებს არცერთ კანდიდატს, კომისია ამ წესის შესაბამისად ხელახლა იწყებს კანდიდატთა შერჩევის პროცესს. საქართველოს მთავრობის მიერ ორზე ნაკლები კანდიდატის მოწონების შემთხვევაში, კომისია ამ წესის შესაბამისად ხელახლა ატარებს შერჩევის პროცესს საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული სიის 2 კანდიდატამდე შევსების მიზნით.

მუხლი 5. საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ორ ახალ კანდიდატურას წარუდგენს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას არა უგვიანეს 2017 წლის 31 აგვისტოსა.