დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ორი ახალი კანდიდატურის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 ივლისის №362 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 406 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.10.003.020115 |
|
„2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ორი ახალი კანდიდატურის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 ივლისის №362 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ორი ახალი კანდიდატურის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 ივლისის №362 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/07/2017, 010240020.10.003.020071) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კანდიდატებთან გასაუბრება, მათი შეფასება, საშუალო ჯამური ქულების გამოყვანა და საქართველოს მთავრობისათვის მოსამართლეობის კანდიდატთა სიის წარმოდგენა ხდება წესის მე-7 მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. საქართველოს მთავრობისათვის წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 2 და არა უმეტეს 5 კანდიდატისაგან. მოსამართლეობის კანდიდატთა სიის შედგენა წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პრინციპის გათვალისწინებით, სხვადასხვა სქესის კანდიდატებისაგან შემდგარ ორივე სიაში შესული საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებისაგან მოხდება.“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მთავრობა განიხილავს კომისიის მიერ მისთვის წარმოდგენილ კანდიდატურებს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარსადგენად იწონებს 2 კანდიდატს, რომელთაგან ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის ან ორივე უნდა იყოს ქალი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები