ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 184
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/07/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 25/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016394
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
184
26/07/2017
ვებგვერდი, 01/08/2017
010250050.35.123.016394
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (01/08/2017 - 22/08/2017)

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №184

2017 წლის 26 ივლისი

ქ. ქუთაისი

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების  შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა №1 დანართის შესაბამისად.

/დანართი № 1 წინამდებარე

დადგენილებას თან ერთვის/

მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველად სტრუქტურულ ერთეულში საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა ნუსხა №2 დანართის შესაბამისად.

/დანართი № 2 წინამდებარე

დადგენილებას თან ერთვის/

მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის №418 განკარგულება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1-ლი ივლისიდან.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი



 დანართი № 1
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი

სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის

 საშტატო  ნუსხა


ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეული – საკრებულოს აპარატი შედგება 34 შტატისაგან. მათ შორის:

1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი  –  აპარატის უფროსი – 1 შტატი.

2. მეორადი სტრუქტურული ერთეული – სამდივნო განყოფილება – 7 შტატი:

ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამდივნო განყოფილების უფროსი – 1 შტატი;

) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი –  6 შტატი.

3. მეორადი სტრუქტურული ერთეული – იურიდიული განყოფილება – 3 შტატი:

) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – იურიდიული განყოფილების უფროსი – 1 შტატი;

) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 2 შტატი.

4. მეორადი სტრუქტურული ერთეული – საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების  მართვის განყოფილება – 14 შტატი:

მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი – 1 შტატი;

) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 3 შტატი;

) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 10 შტატი.

5. მეორადი სტრუქტურული ერთეული – მოქალაქეთა მიღების, საქმისწარმოებისა და  საზოგადოებასთან ურთიერთობის  განყოფილება – 9 შტატი:

1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – მოქალაქეთა მიღების, საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი – 1 შტატი;

2. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 7 შტატი;

3. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 1 შტატი.


 დანართი № 2
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველად

სტრუქტურულ ერთეულშისაკრებულოს აპარატში შრომითი

ხელშკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა  ნუსხა


ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველად სტრუქტურულ ერთეულში – საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია 9 მოსამსახურე. მათ შორის:

1. დამხმარე მოსამსახურე  –  4 ერთეული.

2. ფრაქციაში მოწვეული სპეციალისტი  –  5 ერთეული.