საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

  • Word
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1434
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024165
  • Word
1434
12/07/2017
ვებგვერდი, 24/07/2017
000000000.00.003.024165
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1434

2017 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და Strate Varios LLC.-ს შორის უნდა გაფორმდეს საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობების უკეთ წარმართვისა და საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის/წახალისების მიზნით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული საკონსულტაციო მომსახურების შეძენის ხარჯების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოუყოს 107 512.00 (ას შვიდი ათას ხუთას თორმეტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                      გიორგი კვირიკაშვილი