გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე

  • Word
გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1465
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024147
  • Word
1465
17/07/2017
ვებგვერდი, 26/07/2017
000000000.00.003.024147
გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1465

2017 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 სექტემბრის №1932 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკისგან (ICBC) სესხის მოზიდვის მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების (მათ შორის: სადაზღვევო, იურიდიული, საკონსულტაციო, საბანკო/საფინანსო) განხორციელების ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 2017 წლის 30 სექტემბრით.“.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                                       გიორგი კვირიკაშვილი