ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/07/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 05/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.124.016256
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
36
14/07/2017
ვებგვერდი, 18/07/2017
190020020.35.124.016256
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/07/2017 - 26/01/2018)

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2017 წლის 14 ივლისი

ქ. ბაღდათი

 

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ე“  ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა დანართი №1-ის შესაბამისად  ( დანართი №1 თან ერთვის.)
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თანამდებობის პირთა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 სექტემბრის  №123  დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი www.matsne.gov.ge,  სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.124.016098).
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე



დანართი №1
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი
სარგო (ლარი)

1

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

2650

2

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილე

1700

3

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის
 თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1350

4

საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საკრებულოს

აპარატის უფროსი

1200

5

საკრებულოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი განყოფილების უფროსი

875

6

 I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

700

7

II  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

700

8

III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

700