დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შეთანხმება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს შორის საფინანსო-საბანკო სისტემაში ინფორმაციის გაცვლისა და კვლევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 22/10/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 29/10/1998 |
ძალაში შესვლის თარიღი | 22/10/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 430003000.00.000.000216 |
შეთანხმება
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნულ
ბანკს შორის საფინანსო-საბანკო სისტემაში ინფორმაციის გაცვლისა და
კვლევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკი და ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკი, შემდგომში მხარეებად წოდებულნი,
- ეყრდნობიან რა მხარეთა თანამშრომლობის შემდგომი განვითარების განზრახვებს,
- გამომდინარეობენ რა ეკონომიკისა და საფინანსო-საბანკო სექტორის განვითარებაში მხარეთა ურთიერთინტერესებიდან,
ისწრაფვიან რა ფულად-საკრედიტო პოლიტიკისა და საფინანსო ბაზრის ინსტრუმენტების განვითარების მიზნით საინფორმაციო-სტატისტიკური გაცვლის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობისაკენ,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
მხარეები რეგულარულად განახორციელებენ ეკონომიკური, მონეტარული, საფინანსო-საბანკო სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლების სტატისტიკური და სხვა ინფორმაციების რეგულარულ გაცვლას შეთანხმებული ჩამონათვალის თანახმად, რომელიც შეთანხმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს (თან ერთვის). იმ შემთხვევაში, თუ ერთ მხარეს არ გააჩნია შეთანხმებული ჩამონათვალიდან რაიმე ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა, მისი არქონის მიზეზით, მაშინ ეს არ ჩაითვლება მეორე მხარის მიერ ასეთი ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის საფუძვლად.
მუხლი 2
ინფორმაციისა და კვლევითი სამუშაოების გამოცდილებების ურთიერთგაცვლა ხორციელდება შემდეგ სფეროებში:
- მაკროეკონომიკური ანალიზი და პროგნოზირება (მაკრომოდელების აგება);
- ფულადი (მონეტარული) ანალიზი და პროგნოზირება;
- საფინანსო პროგრამირება;
- საფინანსო ბაზრების მონიტორინგი და ანალიზი;
- ეკონომიკის რეალური სექტორის მონიტორინგი;
- სავალუტო რეგულირება და გაცვლითი კურსი.
მუხლი 3
მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციის მოპოვებისა და შეფასების მეთოდიკის დამუშავების გამოცდილებას, ასევე საგადასახადო ბალანსის ძირთადი მუხლების სარკისებური სტატისტიკის შედგენის შესახებ.
მუხლი 4
მხარეები ასევე გაუცვლიან ერთმანეთს ნორმატიული სამართლებრივი აქტების ასლებს, რომლებიც არეგულირებენ შეთანხმების მეორე მუხლში მითითებულ სფეროებს.
მხარეები გაუგზავნიან ერთმანეთს მათ მიერ ან მათი მონაწილეობით დაარსებულ სპეციალურ პერიოდულ გამოცემებსა და პუბლიკაციებს.
მუხლი 5
მხარეები, შეთანხმების მიზნებისათვის, ორგანიზებას გაუწევენ აქტუალურ საკითხებსა და პრობლემებზე ერთობლივი გამოკვლევების, სემინარების, კონფერენციების, სტაჟირების, სამუშაო შეხვედრების პერიოდულად ჩატარებას.
მუხლი 6
მხარეები სამუშაო განრიგის სახით, მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით განსაზღვრავენ შეთანხმების მიზნების განსახორციელებლად თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების წესს.
მხარეების უფლებამოსილ წარმომადგენლებად ითვლებიან ანალიზითა და გამოკვლევებით დაკავებული ქვედანაყოფები, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება სამუშაო კონტაქტები.
უფლებამოსილი წარმომადგენლების მივლინებებსა და ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს ინფორმაციის წარმდგენი და სამსახურებრივ მივლინებაში გამგზავნი მხარე.
მუხლი 7
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამა თუ იმ ინფორმაციის (მასალების) ან ნორმატიული სამართლებრივი აქტის წარდგენაზე, აგრეთვე შეთანხმების მიზნებისათვის რაიმე ქმედების განხორციელებაზე შეიძლება უარი იქნეს ნათქვამი, თუ ეს აუცილებელია სახელმწიფოს ინტერესებისათვის.
ამ შემთხვევაში წერილობითი ეცნობება უარის მიზეზები და უარის განმცხადებელმა მხარემ უნდა მიიღოს ყველა ზომა მომთხოვნი მხარისათვის სხვა შესაძლო დახმარების აღმოჩენისათვის.
მუხლი 8
ამ შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ფორმდება ოქმებით, რომლებიც წარმოადგენენ მის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 9
შეთანხმების დებულებათა გამოყენებისა და განმარტებისას მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი დავა და უთანხმოება, ასევე შეთანხმების ფარგლებში მხარეთა ვალდებულებებთან დაკავშირებული სხვა უთანხმოებები გადაწყვეტილი იქნება მოლაპარაკებისა და კონსულტაციების გამართვის გზით.
მუხლი 10
შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
თითოეულ მხარეს აქვს შეთანხმების დენონსირების უფლება, რის თაობაზეც წინასწარ უნდა შეატყობინოს წერილობითი ფორმით მეორე მხარეს მისი მოქმედების შეწყვეტამდე არანაკლებ ორი თვით ადრე.
შესრულებულია ქ. თბილისში, 1998 წლის 22 ოქტომბერს, ორ პირად, თითოეული ქართულ, ყაზახურ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, შეთანხმების დებულებათა გამოყენებისას წამოჭრილი განსხვავების შემთხვევაში საფუძვლად გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით (ხელმოწერილია) | ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის სახელით (ხელმოწერილია) |
დანართი
| მაჩვენებლები | პერიოდი |
1. | ინფორმაცია სახელმწიფოს ბანკების ნაერთი ბალანსიდან |
|
| ბანკებისა და სხვა დაწესებულებების საკორესპონდენტო ანგარიშებზე არსებული ნაშთები ეროვნული ბანკის დაწესებულებებში. |
|
| საბანკო სისტემის საკრედიტო რესურსების რეგულირების ფონდი (სარეზერვო ფონდი) |
|
| მოკლევადიანი კრედიტები სულ |
|
| მათ შორის ეროვნულ ვალუტაში |
|
| უცხოურ ვალუტაში |
|
| გრძელვადიანი კრედიტები სულ |
|
| მათ შორის ეროვნულ ვალუტაში |
|
| უცხოურ ვალუტაში |
|
| ვადაში დაუფარავი კრედიტები სულ |
|
| მათ შორის ეროვნულ ვალუტაში |
|
| უცხოურ ვალუტაში |
|
| დაბანდებები ფასიან ქაღალდებში |
|
| ორგანიზაციების, საწარმოების დეპოზიტები და ანაბრები სულ |
|
| ეროვნულ ვალუტაში |
|
| მოქალაქეთა ანაბრები სულ |
|
| ეროვნულ ვალუტაში |
|
2. | სახელმწიფოს კომერციული ბანკების მონაცემები |
|
| სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი ბანკების რაოდენობა სულ |
|
| მათ შორის, რუსეთის |
|
| მოქმედი ბანკების ფილიალების საერთო რაოდენობა |
|
| უცხოური კაპიტალის მონაწილეობით ბანკების რაოდენობა სულ |
|
| მათ შორის შვილობილი |
|
| სავალუტო ლიცენზიამიღებული ბანკების რაოდენობა |
|
| ბანკების რაოდენობა, რომელსაც ჩამორთმეული აქვს ლიცენზია საბანკო ოპერაციების განხორციელებაზე |
|
| ბანკების რაოდენობა, რომლებსაც დაუმთავრდათ სალიკვიდაციო პროცესი (წლის დასაწყისიდან-საანგარიშო პერიოდისათვის) |
|
|
|
|
| მოქმედი ბანკების გაცხადებული საწესდებო კაპიტალი |
|
| ბანკების ძირითადი კაპიტალი |
|
| მათ შორის არარეზიდენტები |
|
3. | ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ეროვნული ვალუტის კურსი |
|
| 1 რუსული რუბლი |
|
| 1 აშშ დოლარი (საშუალოდ თვეში) |
|
| 1 აშშ დოლარი (თვის ბოლო რიცხვისათვის) |
|
4. | სავაჭრო ბალანსი (არაორგანიზებული ვაჭრობის გათვალისწინებით), ეროვნული ბანკის შეფასება (წლის დასაწყისიდან-საანგარიშო პერიოდისათვის) |
|
| ექსპორტი (მლნ აშშ დოლარი) |
|
| იმპორტი (მლნ აშშ დოლარი) |
|
| სალდო |
|
5. | მიმდინარე ოპერაციების ანგარიშის სალდო პროცენტებში, შ.ე.პ.-თან, ეროვნული ბანკის შეფასება (წლის დასაწყისიდან-საანგარიშო პერიოდისათვის) |
|
6. | საგარეო ვალი პროცენტებში წლიურ შ.ე.პ.-თან, ეროვნული ბანკის შეფასება (წლის დასაწყისიდან-საანგარიშო პერიოდისათვის) |
|
| ცნობისათვის |
|
7. | ერთობლივი შიდა პროდუქტი (წლის დასაწყისიდან - საანგარიშო პერიოდისათვის), მიმდინარე ფასებში |
|
| ზრდის ტემპი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით |
|
8. | სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი (-) პროფიციტი (!) პროცენტებში ერთობლივ ეროვნულ პროდუქტთან მიმართებაში |
|
9. | სამრეწველო პროდუქციის სამუშაოების, მომსახურების მოცულობა (წლის დასაწყისიდან - საანგარიშო პერიოდისათვის) ფაქტიურ ფასებში |
|
| ზრდის ტემპი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით |
|
10. | ინვესტიციები ძირითად კაპიტალში (წლის დასაწყისიდან - საანგარიშო პერიოდისათვის) |
|
| ზრდის ტემპი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით |
|
11. | საცალო საქონელბრუნვა რეალიზაციის ყველა არხებით |
|
| ფაქტიურ ფასებში (წლის დასაწყისიდან-საანგარიშო პერიოდში) |
|
| ზრდის ტემპი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით |
|
12. | სამომხმარებლო ფასების ნაერთი ინდექსი (წინა თვესთან, პროცენტებში) |
|
13. | მრეწველობის საბითუმო ფასების ინდექსი (წინა თვესთან, პროცენტებში) |
|
14. | ნომინალური საშუალო თვიური ხელფასი ერთ მომუშავეზე |
|
| ერთი თვის |
|
| წინა თვესთან (პროცენტებში) |
|
|
|
|
| ზრდის ტემპი წინ წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით |
|
15. | ოფიციალურად რეგისტრირებული უმუშევრები, ათასი კაცი |
|
16. | ოფიციალური უმუშევრობის დონე (პროცენტებში ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან მიმართებაში) |
|
17. | ეროვნული ბანკის განაკვეთი, პროცენტებში |
|
| რეფინანსირება |
|
| სალომბარდო კრედიტები |
|
| „ოვერნაითი“-ს ტიპის კრედიტები |
|
18. | ფულადი ბაზრის განაკვეთი პროცენტებში |
|
| ბანკთაშორისი საშუალო შეწონილი განაკვეთი კრედიტებზე |
|
| სახელმწიფო ვალდებულებათა საშუალო შეწონილი შემოსავლების განაკვეთი (3-6-თვიან მიმოქცევაში გაშვებულის მოცულობა და დაფარვის ვადით 1-90 დღე) |
|
19. | საშუალო შეწონილი განაკვეთი იურიდიული პირების ყველა კრედიტზე პროცენტებში |
|
| მოკლევადიანი კრედიტები ეროვნულ ვალუტაში |
|
| მოკლევადიანი კრედიტები უცხოურ ვალუტაში |
|
| გრძელვადიანი კრედიტები ეროვნულ ვალუტაში |
|
| გრძელვადიანი კრედიტები უცხოურ ვალუტაში |
|
20. | საშუალო შეწონილი განაკვეთი ფიზიკური პირების ყველა დეპოზიტზე, პროცენტებში |
|
| ანაბრები მოკითხვამდე ეროვნულ ვალუტაში |
|
| ანაბრები მოკითხვამდე უცხოურ ვალუტაში |
|
| მოკლევადიანი ანაბრები ეროვნულ ვალუტაში |
|
| მოკლევადიანი ანაბრები უცხოურ ვალუტაში |
|
| გრძელვადიანი ანაბრები ეროვნულ ვალუტაში |
|
| გრძელვადიანი ანაბრები უცხოურ ვალუტაში |
|
|
|
|
21. | ბანკების კრედიტების სტრუქტურა (ვადა- გადაცილებულის ჩათვლით) ეკონომიკაში (შედარებით პროცენტულ თანაფარდობაში) |
|
| კრედიტები ერთ წლამდე (მოკლევადიანი) |
|
| კრედიტები ერთ წელს ზემოთ (გრძელვადიანი) |
|
22. | დეპოზიტთა სტრუქტურა ვადიანობის მიხედვით (პროცენტულ თანაფარდობაში) |
|
| სასწრაფო |
|
| მოკითხვამდე |
|
23. | დეპოზიტების სტრუქტურა ვალუტის სახეობათა მიხედვით (პროცენტულ თანაფარდობაში) |
|
| ეროვნულ ვალუტაში |
|
| უცხოურ ვალუტაში |
|
24. | ფულადი ბაზა |
|
| ცვლილება წინა წლის ბოლოს (პროცენტებში) |
|
25. | წმინდა საგარეო აქტივები |
|
| ცვლილება წინა წლის ბოლოს (პროცენტებში) |
|
26. | წმინდა შიდა აქტივები |
|
| ცვლილება წინა წლის ბოლოს (პროცენტებში) |
|
27. | წმინდა მოთხოვნები ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ |
|
| ცვლილება გასული წლის ბოლოს (პროცენტებში) |
|
28. | ფულადი მასა (ქ_) სულ |
|
| ცვლილება წინა წლის ბოლოს (პროცენტებში) |
|
| ნაღდი ფული ქწ |
|
| ცვლილება წინა წლის ბოლოს (პროცენტებში) |
|
| უნაღდო ფული |
|
| ცვლილება წინა წლის ბოლოს (პროცენტებში) |
|
დოკუმენტის კომენტარები