მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 304
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020013
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
304
27/06/2017
ვებგვერდი, 29/06/2017
300160070.10.003.020013
მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/06/2017 - 30/08/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №304

2017 წლის 27 ივნისი

 ქ. თბილისი

 

მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (13/04/2016, №4951-IIს) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს:

1. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტი.

2. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალი (დანართი №1).

3. მაცივარაგენტების მოხმარების ანგარიშგების ფორმა (დანართი №2).

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. 


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტი

მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის მიზანი

ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზანია, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და მაცივარაგენტების მოხმარების შესახებ ანგარიშგების წარმოების წესის დადგენა, მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურებისა  და მაცივარაგენტების მოხმარების ანგარიშგებასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება.

მუხლი 2. რეგულირების სფერო

1. ეს ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალისა და მაცივარაგენტების მოხმარების ანგარიშგების წარმოების საკითხებს, აგრეთვე    ადგენს მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმასა და მაცივარაგენტების მოხმარების შესახებ ანგარიშგების ფორმას.

2. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება:

ა) პირებზე, რომლებიც ფლობენ 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარულ მოწყობილობას;

ბ) ტექნიკოსებზე, რომლებიც ემსახურებიან ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ტექნიკურ რეგლამენტში მოცემული ტერმინები განიმარტება „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 4. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და  მაცივარაგენტების მოხმარების ანგარიშგების ვალდებულებები

3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარული  მოწყობილობის მფლობელი, აგრეთვე ტექნიკოსი, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს, ვალდებულია:

ა) აწარმოოს მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალი, დანართი №1-ით დადგენილი ფორმის მიხედვით;

ბ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ყოველწლიურად, 1 მარტამდე შესათანხმებლად   წარუდგინოს   ინფორმაცია   გასულ   წელს   მოხმარებული მაცივარაგენტების რაოდენობის შესახებ, დანართი №2-ით დადგენილი ფორმის მიხედვით. აღნიშნული ფორმა სამინისტროში წარდგენილი უნდა იქნეს იმ შემთხვევაშიც, თუ 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელს, აგრეთვე ტექნიკოსს, გასული წლის განმავლობაში შესაბამისი მომსახურება არ მიუღია/მომსახურება არ გაუწევია.

მუხლი 5. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესი

1. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის (შემდგომში - ჟურნალი) შევსება ხდება მოწყობილობისთვის გაწეული თითოეული იმ მომსახურების აღწერის მიზნით, რომელიც დაკავშირებულია მაცივარაგენტის გაჟონვის, ამოღების და/ან დამატების ფაქტთან.

2. ჟურნალი უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი, აკინძული და შედგებოდეს არანაკლებ  30 გვერდისგან. ჟურნალში მითითებული  უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ჟურნალის პირველი გვერდი (თავფურცელი) მონაცემები ჟურნალის მფლობელის შესახებ და ჟურნალის სარეგისტრაციო მონაცემები (დანართი №1,  ცხრილი 1);

ბ) ჟურნალის შემდეგი გვერდები გაწეული მომსახურების აღწერის ცხრილი (დანართი №1, ცხრილი 2);

გ) ჟურნალის ბოლო გვერდი მონაცემები ჟურნალის დახურვის შესახებ (დანართი №1, ცხრილი 3).

3. ჟურნალის წარმოება იწყება მოწყობილობის მომსახურების მიღებამდე/მომსახურების გაწევამდე, პირველი გვერდის შევსებით, ჟურნალის მფლობელის მიერ ჟურნალისთვის სარეგისტრაციო ხუთნიშნა ნომრის მინიჭებითა და რეგისტრაციის თარიღის მითითებით (ჟურნალის გახსნა).

4. ყოველ ახალ ჟურნალს სარეგისტრაციო ნომერი უნდა მიენიჭოს წინა ჟურნალის ნომრის მიხედვით, ნუმერაციის თანმიმდევრობის შესაბამისად.

5. პირველი ჟურნალის გახსნის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.

6. ჟურნალის პირველ გვერდზე უნდა მიეთითოს ზოგადი ინფორმაცია ჟურნალის მფლობელის შესახებ (დანართი №1, ცხრილი 1), კერძოდ:

ა)სტაციონარული მოწყობილობის მფლობელის შემთხვევაში პირველ გრაფაში მიეთითება ჟურნალის მფლობელი იურიდიული პირის დასახელება ან მფლობელი ფიზიკური პირის სახელი და გვარი, ხოლო მე-2  გრაფაში, შესაბამისად საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი;

ბ) ტექნიკოსის შემთხვევაში პირველ გრაფაში მიეთითება ტექნიკოსის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მე-2 გრაფაში პირადი ნომერი;

გ) მე-3 გრაფაში მიეთითება სერტიფიკატის ნომერი (ტექნიკოსის შემთხვევაში);

დ) მე-4 გრაფაში მიეთითება ჟურნალის სარეგისტრაციო ხუთნიშნა ნომერი;

ე) მე-5 გრაფაში მიეთითება ჟურნალის რეგისტრაციის თარიღი.

7. ჟურნალის მომდევნო გვერდებზე უნდა აღინიშნოს გაწეული მომსახურების აღწერის ცხრილი (დანართი №1, ცხრილი 2), რომელიც უნდა შეივსოს შემდეგი წესით:

ა) ცხრილის პირველ ნაწილში (ზოგადი ინფორმაცია) მიეთითება: მოწყობილობის მფლობელი იურიდიული პირის დასახელება ან მოწყობილობის მფლობელი ფიზიკური პირის სახელი და გვარი და საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი, მოწყობილობის ფაქტობრივი მისამართი (მდებარეობა), მოწყობილობის ტიპი (მაგ.: სავაჭრო მაცივარი, სამრეწველო მაცივარი, კონდიციონერი, კონდიცირების სისტემა, თბური ტუმბო და ა.შ.), მოწყობილობის მწარმოებელი, დამონტაჟების წელი, მაცივარაგენტის დასახელება (მაგ.: მ-22, მ-600, მ-134a და ა.შ.) და მოწყობილობაში არსებული მაცივარაგენტის რაოდენობა. მაცივარაგენტის რაოდენობა უნდა მიეთითოს კილოგრამებში, მძიმის შემდეგ მეათედი ნიშნის სიზუსტით;

ბ) ცხრილის მე-2 ნაწილი (მომსახურება) უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მაცივარაგენტის დამატებისა და ამოღების თითოეული ოპერაციის შესახებ, კერძოდ: მაცივარაგენტის დამატების/ამოღების თარიღი (სვეტი 1), იმ ტექნიკოსის სახელი, გვარი და სერტიფიკატის ნომერი, რომელმაც განახორციელა დამატების/ამოღების ოპერაცია (სვეტი 2), დამატებული/ამოღებული მაცივარაგენტის დასახელება და რაოდენობა (სვეტი 3), დამატების/ამოღების მიზეზი (სვეტი 4). მაცივარაგენტის რაოდენობა უნდა მიეთითოს კილოგრამებში, მძიმის შემდეგ მეათედი ნიშნის სიზუსტით;

გ) ცხრილის მე-3 ნაწილში (დამატებითი მომსახურება) უნდა აღიწეროს მაცივარაგენტის დამატების/ამოღების ოპერაციასთან დაკავშირებული დამატებითი მომსახურება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კერძოდ: მომსახურების გაწევის თარიღი (სვეტი 1), იმ ტექნიკოსის სახელი, გვარი და სერტიფიკატის ნომერი, რომელმაც განახორციელა მომსახურება (სვეტი 2), მომსახურების აღწერა (მაგ.: სისტემის რომელიმე ნაწილის შეცვლა, სისტემის ჰერმეტულობის აღდგენა, ზეთის შეცვლა, გამორეცხვა, გამოშრობა და ა.შ.) (სვეტი 3).

8. ცხრილის შენიშვნების/ჩასწორებებების გრაფაში უნდა აღიწეროს ცხრილის შესაბამის ნაწილებში განხორციელებული ჩასწორებებისა და შენიშვნების (არსებობის შემთხვევაში) მიზეზები.

9. ტექნიკოსის მფლობელობაში არსებულ ჟურნალში გაწეული მომსახურების აღწერის ცხრილის (დანართი №1, ცხრილი 2) მე-2 სვეტი (ტექნიკოსი (სახელი, გვარი, სერტიფიკატის №)) არ ივსება.

10.  ტექნიკოსის მფლობელობაში არსებულ ჟურნალში სატრანსპორტო საშუალების ჰაერის კონდიცირების სისტემის მომსახურებისას გაწეული მომსახურების აღწერის ცხრილი ივსება დღეში ერთხელ (და არა თითოეული მომსახურებისას) სამუშაო დღის დასრულებამდე არაუგვიანეს 24 საათისა, კერძოდ:

ა) ცხრილის პირველ ნაწილში (ზოგადი ინფორმაცია) უნდა შეივსოს მხოლოდ  მოწყობილობის ტიპის გრაფა, სადაც შეტანილი უნდა იქნეს ინფორმაცია მოწყობილობის ტიპის (ავტომობილის კონდიციონერი) შესახებ;

ბ) ცხრილის მე-2 ნაწილში (მომსახურება) შეიტანება ინფორმაცია მაცივარაგენტის დამატებისა და ამოღების ოპერაციების შესახებ, კერძოდ: მაცივარაგენტის დამატების/ამოღების თარიღი (სვეტი 1), დამატებული/ამოღებული მაცივარაგენტის დასახელება, ასევე მოწყობილობების რაოდენობა, რომელსაც თარიღის გრაფაში მითითებული დღის განმავლობაში გაეწია მომსახურება და დამატებული/ამოღებული მაცივარაგენტის რაოდენობა (სვეტი 3), დამატების/ამოღების მიზეზი (სვეტი 4). მაცივარაგენტის რაოდენობა უნდა მიეთითოს კილოგრამებში, მძიმის შემდეგ მეათედი ნიშნის სიზუსტით;

გ) ცხრილის მე-3 ნაწილში (შემდგომი მომსახურება) აღიწერება მაცივარაგენტის დამატების/ამოღების ოპერაციასთან დაკავშირებული დამატებითი/შემდგომი მომსახურება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კერძოდ: მომსახურების გაწევის თარიღი (სვეტი 1), მომსახურების აღწერა (მაგ.: სისტემის რომელიმე ნაწილის შეცვლა, სისტემის ჰერმეტულობის აღდგენა, ზეთის შეცვლა, გამორეცხვა, გამოშრობა და ა.შ.) და მოწყობილობების რაოდენობა, რომელსაც თარიღის გრაფაში მითითებული დღის განმავლობაში გაეწია კონკრეტული სახის მომსახურება (სვეტი 3).

11. 3კგ-ზე ნაკლებ მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურებისას, ტექნიკოსის მფლობელობაში არსებულ ჟურნალში გაწეული მომსახურების აღწერის ცხრილში „მოწყობილობის მფლობელისა“ და „დამონტაჟების წელის“ ველების შევსება სავალდებულო არ არის.

მუხლი 6. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის დახურვა

1. ჟურნალის სრულად შევსების, დაზიანების, ჟურნალის მფლობელის სარგებლობაში არსებული, მაცივარაგენტზე მომუშავე ყველა მოწყობილობის გაუქმების, ტექნიკოსის სერტიფიკატის ნომრის ცვლილების ან სხვა მიზეზით ჟურნალის დახურვისას, ჟურნალის დახურვის შესახებ უნდა აღინიშნოს ჟურნალის ბოლო გვერდზე (დანართი №1, ცხრილი 3), სადაც მიეთითება ჟურნალის დახურვის მიზეზი, ჟურნალის შევსებული გვერდების რაოდენობა, ჟურნალის დახურვის თარიღი და ჟურნალის მფლობელის ხელმოწერა.

2. ჟურნალის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს დახურული ჟურნალის შენახვა მისი დახურვიდან 3 წლის განმავლობაში.

მუხლი 7. მაცივარაგენტების მოხმარების შესახებ ანგარიშგების ფორმის შევსების წესი

1. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მფლობელი ან ტექნიკოსი ვალდებულია შეავსოს მაცივარაგენტების მოხმარების ანგარიშგების ფორმა  (დანართი №2), მასში შეიტანოს ინფორმაცია გასული წლის განმავლობაში მოხმარებული მაცივარაგენტების შესახებ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში წარადგინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში.

2. ანგარიშგების ფორმის პირველ ნაწილში (ზოგადი ინფორმაცია) უნდა მიეთითოს ინფორმაცია მოწყობილობის მფლობელის ან ტექნიკოსის შესახებ და ჩაიწეროს საანგარიშო (კალენდარული) წელი, რომელიც ფორმის მე-2  ნაწილში წარმოდგენილი ინფორმაციის საანგარიშო პერიოდია.

3. ანგარიშგების ფორმის მე-2 ნაწილში (მაცივარაგენტების მოხმარება, კგ/წელი) მიეთითება გასული წლის განმავლობაში მოხმარებული მაცივარაგენტის დასახელება (მაგ.: მ-22, მ-600, მ-134a და ა.შ.) და თითოეული მაცივარაგენტის შეძენილი, გახარჯული, შეგროვებული, რეციკლირებული, ჩაბარებული რეციკლირების ცენტრში და მარაგის სახით დარჩენილი რაოდენობა კილოგრამებში (მძიმის შემდეგ მეათედი ნიშნის სიზუსტით).   

4. ანგარიშგების ფორმა ასევე შეიცავს შენიშვნის გრაფას, სადაც შეიძლება შეტანილ იქნეს დამატებითი ინფორმაცია მაცივარაგენტის მოხმარების შესახებ.

5. ანგარიშგების ფორმის ბოლოს სახელის, გვარის, თარიღის მითითებითა და ხელმოწერით წარდგენილი მონაცემების სისწორე უნდა დადასტურდეს ანგარიშგების ფორმის წარდგენის ვალდებულების მქონე პირის მიერ (მოწყობილობის მფლობელი ან ტექნიკოსი).

მუხლი 8. პასუხისმგებლობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევისათვის

1. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალსა და მაცივარაგენტების მოხმარების ანგარიშგების ფორმაში შეტანილი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მონაცემების შემტან პირს.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.



დანართი №1

მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალი

      ცხრილი 1

ჟურნალის პირველი გვერდი (თავფურცელი)

ჟურნალის მფლობელის დასახელება

 

საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში)

პირადი ნომერი (ფიზიკური პირის შემთხვევაში)

 

სერტიფიკატის ნომერი (ტექნიკოსის შემთხვევაში)

 

ჟურნალის სარეგისტრაციო ხუთნიშნა ნომერი

 

ჟურნალის რეგისტრაციის თარიღი

 

ცხრილი 2

ჟურნალის შემდეგი გვერდები

გაწეული მომსახურების აღწერის ცხრილი

                              1    ზოგადი ინფორმაცია

შენიშვნები/ჩასწორებები

მოწყობილობის მფლობელი

დასახელება/სახელი, გვარი

საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი

 

 

 

 

 

მოწყობილობის მისამართი (ადგილმდებარეობა)

 

 

მოწყობილობის ტიპი

 

 

 

მოწყობილობის მწარმოებელი

 

დამონტაჟების წელი

 

 

მაცივარაგენტის დასახელება

 

მაცივარაგენტის რაოდენობა მოწყობილობაში (კგ)

 

 

                   2     მომსახურება

 

თარიღი

ტექნიკოსი (სახელი, გვარი, სერტიფიკატის N)

დამატებული

/ამოღებული მაცივარაგენტის დასახელება და რაოდენობა (კგ)

დამატების/ამოღების მიზეზი

 

1

2

3

4

 

მაცივარაგენტის დამატება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მაცივარაგენტის ამოღება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                     3  დამატებითი მომსახურება

 

თარიღი

ტექნიკოსი (სახელი, გვარი,სერტიფიკატის N)

გაწეული მომსახურების აღწერა

 

 

1

2

3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 ცხრილი 3

ჟურნალის ბოლო გვერდი

ჟურნალის დახურვა

ჟურნალის დახურვის მიზეზი

 

ჟურნალის შევსებული გვერდების რაოდენობა

 

ჟურნალის დახურვის თარიღი

 

ჟურნალის მფლობელის ხელმოწერა

 

 

დანართი №2

მაცივარაგენტების მოხმარების ანგარიშგების ფორმა

1    ზოგადი ინფორმაცია

 

მოწყობილების მფლობელის სახელწოდება/

ტექნიკოსის სახელი, გვარი

 

საიდენტიფიკაციო/პირადი/სერტიფიკატის ნომერი

 

მისამართი, ტელეფონი

 

ელექტრონული ფოსტა

 

ეკონომიკური საქმიანობის სახე

 

საანგარიშო (კალენდარული) წელი

 

                           2       მაცივარაგენტების მოხმარება, კგ/წელი

მაცივარაგენტის

დასახელება

შეძენილი

გახარჯული

შეგროვებული

რეციკლირებული

გასანადგურებელი

მარაგი

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

     მონაცემების სისწორეს ვადასტურებ

სახელი/გვარი ------------------------------------------------------

ხელმოწერა -----------------------------------------------------------

----------/-----------/20---------წ.