დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 353 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/12/1993 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 12-13, 07/12/1993 |
სარეგისტრაციო კოდი | 480.370.000.09.001.000.019 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინაღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს რესპუბლიკა შეუერთდეს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის საერთაშორისო კონვენციას.
დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ აცნობოს ეს რუსეთის ფედერაციას, ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის მთავრობებს.
2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში კონვენციის ნორმათა ტრანსფორმირებისათვის.
საქართველოს პარლამენტის
სპიკერის მოადგილე ვ. რჩეულიშვილი
თბილისი,
1993 წლის 7 დეკემბერი
დოკუმენტის კომენტარები