შ. თადუმაძის, ნ. მიქელაძის და კ. სულამანიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ

  • Word
შ. თადუმაძის, ნ. მიქელაძის და კ. სულამანიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1152
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023905
  • Word
1152
08/06/2017
ვებგვერდი, 16/06/2017
000000000.00.003.023905
შ. თადუმაძის, ნ. მიქელაძის და კ. სულამანიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1152

 2017 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

შ. თადუმაძის, ნ. მიქელაძის და კ. სულამანიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ

„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ნათია მიქელაძე და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                გიორგი კვირიკაშვილი