დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებების ჩასატარებლად სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 996 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 23/05/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023832 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №996
2017 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებების ჩასატარებლად სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის 15-საუკუნოვანი ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლისთავის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების 40 წლისა და დაბადებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების სრულფასოვნად და მაღალ დონეზე ჩასატარებლად შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი კვირიკაშვილი | − | საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; |
დიმიტრი ქუმსიშვილი | − | საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, კომისიის წევრი; |
ალექსანდრე ჯეჯელავა | − | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი, კომისიის წევრი; |
მიხეილ ჯანელიძე | − | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი; |
მიხეილ გიორგაძე ზურაბ ალავიძე | −
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის წევრი; |
მაია ცქიტიშვილი | − | საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, კომისიის წევრი; |
თედო ჯაფარიძე | − | საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, კომისიის წევრი. |
|
|
|
|
|
|
კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს – ირაკლი კობახიძეს;
საქართველოს პარლამენტის წევრს – ზაქარია ქუცნაშვილს;
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს – გიორგი აბაშიშვილს;
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მიტროპოლიტს – თეოდორე (დიმიტრი ჭუაძეს);
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტს – გერასიმე (გიორგი შარაშენიძეს);
ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსს – იაკობ (კონსტანტინე იაკობიშვილს);
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტს – დანიელ (დავით დათუაშვილს).
2. პირველ პუნქტში აღნიშნულ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, კომისიამ შეიმუშაოს საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზების გეგმა.
3. კომისია უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართოს შესაბამის ორგანოებს მათი კომპეტენციის ფარგლებში დახმარების გაწევის თხოვნით;
ბ) შექმნას სამუშაო ჯგუფები და განსაზღვროს მათი შემადგენლობა, მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები და სხვა პირები, მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები