დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ა(ა)იპ - ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 990 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023815 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №990
2017 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ – ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტისა და „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და საზოგადოებრივი პროექტების დროულად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ა(ა)იპ – ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ეროვნულმა სატყეო სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) განახორციელოს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის ამბროლაურის სატყეო უბნის ნიკორწმინდის სატყეოს №4 კვარტალში ტყეკაფების გამოყოფა 3 500 (სამი ათას ხუთასი, პროგნოზული) მ3 I ხარისხის (სამასალე) ხე-ტყის მისაღებად.
2. ა(ა)იპ – ასოციაცია ატუმ გამოყოფილ ტყეკაფებზე ხე-ტყის დამზადებისას მიღებული საშეშე მერქანი, ადგილობრივი მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით, გადასცეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტს.
3. ა(ა)იპ – ასოციაცია ატუმ, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის შესაბამისად, უზრუნველყოს ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის მე-2 და მე-4 კატეგორიებისათვის დადგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა.
4. ა(ა)იპ –ასოციაცია ატუმ უზრუნველყოს ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის სააგენტოს მომსახურების საფასურის (დღგ-ის ჩათვლით) – 1 კუბურ მეტრზე 3 (სამი) ლარის გადახდა.
5. სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მერქნულ რესურსზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები