დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ტექნიკური რეგლამენტის ნორმების შესრულებაზე შერჩევითი კონტროლის თაობაზე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 -ე და 432 -ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შევსებაზე უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080160.35.144.016275 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/06/2017 - 30/06/2017)
|
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლის კითხვარის დამტკიცების და ტექნიკური რეგლამენტის –
ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობის, ასევე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებისას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ 36-ე მუხლის „ე“ პუნქტის, საქართველოს კანონის „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431, 432 და 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლის კითხვარი დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ტექნიკური რეგლამენტის – საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლის სანიტარიული ნორმების შესრულებასა და ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებაზე ზედამხედველობა დაევალოს ა(ა)იპ ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს“.
|
| მუხლი 3 |
საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული –
საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმების შეუსრულებლობისათვის და საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებისათვის ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე, ან საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში შეუტანლობისათვის, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს.
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლის
კ ი თ ხ ვ ა რ ი |
საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლის
კ ი თ ხ ვ ა რ ი (კითხვარის შევსებისას სასურველია შესაბამისი მეთოდური რეკომენდაციის გამოყენება)
□ შპს □ ი/მეწარმე □ სხვა (დააკონკრეტეთ) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
IX. შემოწმების ჯერადობა (1 წლის განმავლობაში) ამ დაწესებულებაში (შესაბამისი შემოხაზეთ) 1. 2. 3. 4. და ა.შ. ნაწილი I. ზოგადი მოთხოვნები
ნაწილი II. სპეციფიკური მოთხოვნები ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურებისადმი 6. თმის მოვლა და პარსვა
7. ფრჩხილების მანიკიური და პედიკიური
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები