დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მაისის №7 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლის კითხვარის დამტკიცების და ტექნიკური რეგლამენტის - ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმების შეუსრულებლობის, ასევე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებისას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431/Sup>-ე და 432/Sup>-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080160.35.144.016280 |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მაისის №7 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლის კითხვარის დამტკიცების და ტექნიკური რეგლამენტის - ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმების შეუსრულებლობის, ასევე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებისას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431-ე და 432-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მაისის №7 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლის კითხვარის დამტკიცების და ტექნიკური რეგლამენტის – ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობის, ასევე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებისას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431-ე და 432-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 01/06/2017, 020080160.35.144.016275) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: ,,ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ტექნიკური რეგლამენტის ნორმების შესრულებაზე შერჩევითი კონტროლის თაობაზე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431-ე და 432-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შევსებაზე უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე 2. ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი მუხლი. 3. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. „ტექნიკური რეგლამენტის – საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლის სანიტარიული ნორმების შესრულებაზე, წელიწადში ერთხელ, შერჩევითი კონტროლის უფლებამოსილება მიენიჭოს ააიპ „ქარელის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს“ (ს.კ 240896036)“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები