`საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” შექმნის შესახებ”

  • Word
`საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” შექმნის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 561
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 03/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 142, 04/12/2004
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
561
03/12/2004
სსმ, 142, 04/12/2004
040.030.000.08.002.003
`საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” შექმნის შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (04/12/2004 - 29/12/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №561

2004 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” შექმნის შესახებ

საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ამ დარგში არსებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” (შემდგომში – ფონდი).

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი):

ა) განახორციელოს ფონდის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) ფონდის დებულებაში გაითვალისწინოს სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა;

გ) უზრუნველყოს ფონდის დებულების დამტკიცება.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) 10 დღეში უზრუნველყოს ფონდისათვის შესაბამისი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა.

4. ეთხოვოს საქართველოს მთავრობას (ზ. ჟვანია) ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ფორმირება და მისი შემადგენლობის დამტკიცება.

მ. სააკაშვილი