სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 9/2017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 11/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016323
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9/2017
11/05/2017
ვებგვერდი, 11/05/2017
010240060.15.008.016323
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/05/2017 - 16/04/2021)

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №9/2017

2017 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” ცესკოს 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით დამტკიცებული საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების მე-3 მუხლის 62 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის მიერ წარმოდგენილი სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი

დანართი
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება – მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

დ) საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ე) ინგლისური ენის ცოდნა;

ვ) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 2
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

დ) ინგლისური ენის ცოდნა;

ე) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 3
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილების მთავარი ბუღალტრის (IV კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის, საფინანსო-საბუღალტრო სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook);

ზ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის ცოდნა;

თ) ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერული პროგრამის ცოდნა.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური განათლება − მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

მუხლი 4
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილების იურისტის (III კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის, იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

დ) ადვოკატის სერტიფიკატი სამოქალაქო ან საერთო სამართლის სპეციალიზაციით;

ე) ინგლისური ენის ცოდნა;

ვ) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 5
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილების შესყიდვების სპეციალისტის (III კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook);

ზ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული ან საფინანსო-ეკონომიკური განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

დ) ინგლისური ენის ცოდნა;

ე) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 6
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილების საქმისწარმოებისა და არქივიზაციის სპეციალისტის (III კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის, საქმისწარმოების ან/და არქივიზაციის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook);

ზ) საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

გ) ინგლისური ენის ცოდნა;

დ) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 7
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილების იურისტის (II კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის, იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

დ) ადვოკატის სერტიფიკატი სამოქალაქო ან საერთო სამართლის სპეციალიზაციით;

ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა;

ზ) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 8
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილების შესყიდვების სპეციალისტის (II კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook);

ზ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

გ) ინგლისური ენის ცოდნა;

დ) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 9
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილების ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის (II კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის, ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

ე) ინგლისური ენის ცოდნა;

ვ) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 10
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილების მატერიალური მარაგების მართვის სპეციალისტის (I კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) საწყობის მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ბ) ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

მუხლი 11
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) პროექტების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ე) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა;

ზ) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 12
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის განყოფილების სპეციალისტის (III კატეგორია) დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) პროექტების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) ფონდების მოძიების გამოცდილება;

დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ე) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ვ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

ზ) ინგლისური ენის ცოდნა;

თ) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 13
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის განყოფილების სპეციალისტის (II კატეგორია) დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) პროექტების მონიტორინგისა და შეფასების გამოცდილება;

გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ე) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა;

ზ) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 14
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის განყოფილების სპეციალისტის (I კატეგორია) დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ბ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

გ) პროექტების მონიტორინგის გამოცდილება;

დ) პროექტების ფარგლებში კომუნიკაციისა და კოორდინაციის გამოცდილება;

ე) ინგლისური ენის ცოდნა;

ვ) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 15
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება;

გ) სასწავლო პროგრამებზე მუშაობის (შემუშავება ან/და განხორციელება) გამოცდილება;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

დ) ინგლისური ენის ცოდნა;

ე) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 16
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების განყოფილების სპეციალისტის (III კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) სასწავლო პროგრამებზე მუშაობის (შემუშავება ან/და განხორციელება) გამოცდილება;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) ინგლისური ენის ცოდნა;

დ) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 17
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების განყოფილების სპეციალისტის (II კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

გ) სასწავლო პროგრამებზე მუშაობის (შემუშავება ან/და განხორციელება) გამოცდილება.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

დ) ინგლისური ენის ცოდნა;

ე) რუსული ენის ცოდნა.

მუხლი 18
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების განყოფილების სპეციალისტის (I კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ბ) პროექტების მონიტორინგის გამოცდილება;

გ) პროექტების ფარგლებში კომუნიკაციისა და კოორდინაციის გამოცდილება;

დ) პროექტების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის გამოცდილება;