დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 11 მაისის №9/2017 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19/2021 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 17/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.15.008.016547 |
|
„სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 11 მაისის №9/2017 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 62 პუნქტისა და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2021 წლის 16 ივნისის №42 წერილით (წარდგინებით) (ცესკოში რეგისტრაციის №1315) განსაზღვრული დანართი №2-ის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 11 მაისის №9/2017 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 11/05/2017, 010240060.15.008.016323) დამტკიცებული დანართი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
| მუხლი 1 |
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება; გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook). 3. სასურველი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება – მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება; დ) საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება; ე) ინგლისური ენის ცოდნა; ვ) რუსული ენის ცოდნა. |
| მუხლი 2 |
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება; გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook). 3. სასურველი მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება; დ) ინგლისური ენის ცოდნა; ე) რუსული ენის ცოდნა. |
| მუხლი 3 |
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი ბუღალტრის (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის, საფინანსო-საბუღალტრო სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook); ზ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის ცოდნა; თ) ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერული პროგრამის ცოდნა. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური განათლება − მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება; გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. |
| მუხლი 4 |
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის იურისტის (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის, იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook). 3. სასურველი მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება; დ) ადვოკატის სერტიფიკატი სამოქალაქო ან საერთო სამართლის სპეციალიზაციით; ე) ინგლისური ენის ცოდნა; ვ) რუსული ენის ცოდნა. |
| მუხლი 5 |
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის შესყიდვებისა და მატერიალური მარაგების მართვის სპეციალისტის (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook); ზ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული ან საფინანსო-ეკონომიკური განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მატერიალური მარაგების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; ე) ინგლისური ენის ცოდნა; ვ) რუსული ენის ცოდნა. |
| მუხლი 6 |
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და არქივის სპეციალისტის (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის, საქმისწარმოების ან/და არქივიზაციის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook); ზ) საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; გ) ინგლისური ენის ცოდნა; დ) რუსული ენის ცოდნა. |
| მუხლი 7 |
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის იურისტის (მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის, იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook). 3. სასურველი მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება; დ) ადვოკატის სერტიფიკატი სამოქალაქო ან საერთო სამართლის სპეციალიზაციით; ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; ვ) ინგლისური ენის ცოდნა; ზ) რუსული ენის ცოდნა. |
| მუხლი 8 |
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სპეციალისტის (მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook); ზ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება; ბ) ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; დ) ინგლისური ენის ცოდნა; ე) რუსული ენის ცოდნა. |
| მუხლი 9 |
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის, ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook). 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; ე) ინგლისური ენის ცოდნა; ვ) რუსული ენის ცოდნა. |
| მუხლი 10 |
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება; გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook). 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) პროექტების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; ე) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება; ვ) ინგლისური ენის ცოდნა; ზ) რუსული ენის ცოდნა. |
| მუხლი 11 |
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სერტიფიცირების სპეციალისტის (მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება; გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook). 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) პროექტების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) ფონდების მოძიების გამოცდილება; დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება; ე) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; ვ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება; ზ) ინგლისური ენის ცოდნა; თ) რუსული ენის ცოდნა. |
| მუხლი 12 |
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის სამსახურის სერტიფიცირების სპეციალისტის (პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook). 3. სასურველი მოთხოვნები: ა) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; ბ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება; გ) პროექტების მონიტორინგის გამოცდილება; დ) პროექტების ფარგლებში კომუნიკაციისა და კოორდინაციის გამოცდილება; ე) ინგლისური ენის ცოდნა; ვ) რუსული ენის ცოდნა. |
| მუხლი 13 |
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების სამსახურის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება; გ) სასწავლო პროგრამებზე მუშაობის (შემუშავება ან/და განხორციელება) გამოცდილება; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint). 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება; დ) ინგლისური ენის ცოდნა; ე) რუსული ენის ცოდნა. |
| მუხლი 14 |
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების სამსახურის იურისტ-ანალიტიკოსის (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება; გ) სასწავლო პროგრამებზე მუშაობის (შემუშავება ან/და განხორციელება) გამოცდილება; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint). 3. სასურველი მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) ინგლისური ენის ცოდნა; დ) რუსული ენის ცოდნა. |
| მუხლი 15 |
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების სამსახურის წამყვანი ტრენერის (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება; გ) სასწავლო პროგრამებზე მუშაობის (შემუშავება ან/და განხორციელება) გამოცდილება; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint). 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) ინგლისური ენის ცოდნა; დ) რუსული ენის ცოდნა. |
| მუხლი 16 |
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების განყოფილების ტრენერის ასისტენტის (მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint). 3. სასურველი მოთხოვნები: ა) აკადემიური კვლევის გამოცდილება; ბ) უცხოენოვანი მასალების დამუშავების (თარგმნა/რედაქტირება) გამოცდილება; გ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; ე) ინგლისური ენის ცოდნა; ვ) რუსული ენის ცოდნა. |
| მუხლი 17 |
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების სამსახურის სასწავლო პროექტების კოორდინაციის სპეციალისტის (პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook). 3. სასურველი მოთხოვნები: ა) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; ბ) პროექტების მონიტორინგის გამოცდილება; გ) პროექტების ფარგლებში კომუნიკაციისა და კოორდინაციის გამოცდილება; დ) პროექტების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის გამოცდილება; ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; ვ) ინგლისური ენის ცოდნა; ზ) რუსული ენის ცოდნა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები