დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილისათვის ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციების დაკისრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 543 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 138, 30/11/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.003 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/11/2004 - 10/09/2005)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №543
2004 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თ. ბერუჩაშვილისათვის ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციების დაკისრების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ევროინტეგრაციის საკითხებში თამარ ბერუჩაშვილს დაეკისროს ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციები:
ა) ევროკავშირის პროგრამების დაგეგმვა-განხორციელებაში ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან საქართველოს სახელმწიფო უწყებების ურთიერთობათა კოორდინაცია;
ბ) ევროკავშირის პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხარესთან მოლაპარაკების გამართვა და კოორდინაცია;
გ) ევროკავშირის პროგრამებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა ხელმოწერა კანონით დადგენილი წესით;
დ) ევროკავშირის პროგრამების განხორციელების მონიტორინგი;
ე) ევროკავშირის პროგრამების განხორციელებისათვის საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებისა და შეღავათების რეალიზაციის ხელშეწყობა.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები