დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თ. ბერუჩაშვილისათვის ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციების დაკისრების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 ნოემბრის №543 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 751 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/09/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 110, 20/09/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №751
2005 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თ. ბერუჩაშვილისათვის ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციების დაკისრების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 ნოემბრის №543 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილებები „საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თ. ბერუჩაშვილისათვის ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციების დაკისრების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 ნოემბრის №543 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №138, მუხლი 1143) და მისი სათაური და პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გ. ბარამიძისათვის ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციების დაკისრების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძეს დაეკისროს ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციები.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები