კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ტექნიკური რეგლამენტის ნორმების შეუსრულებლობისა და ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელების თაობაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43 <sup>1</sup> და 43 <sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და კითხვარის დამტკიცების შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ტექნიკური რეგლამენტის ნორმების შეუსრულებლობისა და ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელების თაობაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43 1 და 43 2 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და კითხვარის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/04/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 020080160.35.149.016309
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
8
21/04/2017
ვებგვერდი, 25/04/2017
020080160.35.149.016309
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ტექნიკური რეგლამენტის ნორმების შეუსრულებლობისა და ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელების თაობაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43 1 და 43 2 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და კითხვარის დამტკიცების შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/04/2017 - 16/06/2017)

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ტექნიკური რეგლამენტის ნორმების შეუსრულებლობისა და ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელების თაობაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43 1 და 43 2 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და კითხვარის დამტკიცების შესახებ
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №8

2017 წლის 21 აპრილი

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ტექნიკური რეგლამენტის ნორმების შეუსრულებლობისა და ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელების თაობაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და კითხვარის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ 36-ე მუხლის „ე“ პუნქტის, საქართველოს კანონის „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის, 240-ე და 270-ე მუხლების შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლის კითხვარი  დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ტექნიკური რეგლამენტის – საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლის სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობისა და ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების ზედამხედველობა დაევალოს ააიპ „კასპის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს“.
მუხლი 3
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს.
მუხლი 4
დამტკიცდეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 43და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 5
დამტკიცდეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალი“, დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 6
დამტკიცდეს „გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის აქტის“ ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად.
მუხლი 7
დადგენილება ძალაში შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანუჩარ მერებაშვილი



დანართი №1

საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლის

კ  ი  თ  ხ  ვ  ა  რ  ი

(კითხვარის შევსებისას სასურველია შესაბამისი მეთოდური რეკომენდაციის გამოყენება)

 

  1. დაწესებულების დასახელება  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

  1. დაწესებულების სამართლებრივი ფორმა : 

□  შპს                          □ ი/მეწარმე                   □  სხვა (დააკონკრეტეთ) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

  1. რეგისტრირებულია როგორც „საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულება“  . . . .  □  კი     □ არა

 


  1. დაწესებულების საიდენტიფიაციო/რეგისტრაციის/ კოდი  სრ-დან      

 

  1. დაწესებულების მისამართი  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

  1. ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის გვარი, სახელი  . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . . . . . . . . . . .    ტელეფონი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .   E-mail . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
  2. შემოწმებაზე პასუხისმგებელი დაწესებულება  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
  3. შემოწმებაზე პასუხისმგებელი პირის გვარი, სახელი  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

  1. შემოწმების თარიღი   . . . . . . . . . . . . .

 

  1. დაწესებულების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

 

  • თმის მოვლა/პარსვა                  □
  • მანიკიური, პედიკიური           □
  • პირსინგი                                   □
  • ტატუ, მიკროპიგმენტაცია       □
  • აკუპუნქტურა                           □     
  • ელექტროლიზისი                    □
  • ვაქსინგი                                    □

IX. შემოწმების ჯერადობა (1 წლის განმავლობაში) ამ დაწესებულებაში (შესაბამისი შემოხაზეთ)  

1.      2.      3.      4.     და  ა.შ.

ნაწილი I.     ზოგადი  მოთხოვნები

ინფორმაცია ობიექტის შესახებ

კი

არა

შენიშვნა

1.

ზოგადი მოთხოვნები

 

 

 

1.1

ინფექციური დაავადებების გავრცელების მართვისთვის აუცი­ლე­­ბელი კონკრეტული აქტივობების ჩამონათვალი თვალსაჩინო ადგილას არის განთავსებული

კი

    არა

 

2.

დასუფთავება, დეზინფექცია, სტერილიზაცია

 

 

 

2.1

დაწესებულებაში არსებული საგნების ზედაპირები და აღჭურვი­ლობა გაწმენდილი და სუფთაა

კი

    არა

 

2.2

გამოყენებული თეთრეულის ცვლა და რეცხვა ხდება მართებუ­ლი რეჟიმის დაცვით

კი

    არა

 

2.3

დაწესებულებას აქვს ოპერირების წესი/პროცედურა (წერილო­ბი­თი ფორმით) სტერილიზაცია-დეზინფექციის განხორციელების თაობაზე

კი

    არა

 

2.4

მრავალჯერადი გამოყენების „კრიტიკული საგნების“ გასასუფთავებლად და გასასტერილებლად ადგილზე არსებობს შესაბამისი პირობები და საშუალებები

კი

    არა

არ შეესაბამება

2.5

„ნახევრად კრიტიკული საგნებისთვის“ დაწესებულებას აქვს გასუფთავების, პასტერიზაციის ან ქიმიური დეზინფექციის საშუალებები

კი

    არა

 

2.6

„არაკრიტიკული საგნების“ გასასუფთავებლად და დაბა­ლი/სა­შუალო დონის დეზინფექციის ჩასატარებლად ად­გილზე არსებობს შესაბამისი პირობები და საშუალებები 

კი 

   არა

 

2.7

დაწესებულება აწარმოებს სტერილიზაციის პროცედუ­რების აღრიცხვას სპეციალურ ჟურნალში

კი

    არა

 

2.8

ერთჯერადი მოხმარების „კრიტიკული საგნები“ გამოყე­ნე­ბის შემ­დეგ იყრება და ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით

კი

    არა

არ შეესაბამება

2.9

სადეზინფექციო ხსნარებს აქვს მწარმოებლის ინსტრუ­ქ­ცია და მისი მოხმარება ხდება ინსტრუქციის შესაბამისად

კი 

   არა

 

2.10

მაღალი დონის დეზინფექტანტების ეფექტურობის განსაზღვრა ხდება სპეციალური საშუალებებით

კი

    არა

 

2.11

დაწესებულებაში სადეზინფექციო ხსნარებთან დაკავში­რებული სამუშაოების ჩატარებისას გამოიყენება ინდი­ვი­დუალური დაცვის საშუალებები (ნიღაბი, სპეციალური ტანსაცმელი, წინსაფარი, ხელთათმანი (საყოფაცხოვ­რე­ბო, არასამედიცინო), სათვალე ან სახის დამცავი ეკრანი/ფარი და სხვ.)

კი 

   არა

 

2.12

ყველა იმ საშუალებას, რომელიც გამოიყენება ინსტრუ­მენტებისა და სხვა საგნების რეცხვის პროცესში, უტარ­დება დაბალი დონის დეზინფექცია გარეცხვის შემდეგ და ინახება მშრალად

კი 

   არა

 

3.

ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის უსაფრთხოება

 

 

 

3.1

სათავსების კედლები და იატაკი დეფექტების გარეშეა, გლუვია და სანიტარიული დამუშავებისათვის მოსახერ­ხებელი

კი  

  არა

 

3.2

სანიტარიული კვანძის კედლები დაფარულია სველი წე­სით დამუშავებისა და დეზინფექციისადმი მედეგი საფარით

კი 

   არა

 

3.3

აღჭურვილობის, ავეჯისა და ინვენტარის საფარი მოსა­ხერხებელია გასუფთავებისა და დეზინფექციისადმი

კი 

   არა

 

 

3.4

სამუშაო სივრცე აღჭურვილია ცივი და ცხელი წყლით უზრუნველყოფილი ხელსაბანი ნიჟარით

კი 

არა

 

3.5

ხელის დასაბანი ნიჟარა აღჭურვილია თხევადი საპნითა და ერთჯერადი ხელსახოცების საკმარისი რაოდენობით

კი 

არა

 

3.6

დაწესებულებაში გამოყენებული ქიმიური (სადეზინფექციო) საშუალებები ინახება განცალკევებით, ორიგინალურ შეფუთვაში, უსაფრთხოების წესების დაცვით

კი 

   არა

 

3.7

დასუფთავებისათვის განკუთვნილი ინვენტარი (ჯაგრი­სი და სხვ.) არის მარკირებული გამოყენების ტიპის შესაბამისად (მაგ. ფერით)

კი 

   არა

 

 

4.

ნარჩენების უსაფრთხო  მართვა

 

 

 

4.1

დაწესებულებაში წარმოქმნილი არასახიფათო  ნარჩენები გროვდება ერთჯერად პაკეტებში ან მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელში

კი 

   არა

 

4.2

არასახიფათო  ნარჩენების ¾ -მდე შევსებული მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭლის შიგთავსი და ერთჯერადი პაკეტები თავსდება მუნიციპალური ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერში

კი 

   არა

 

4.3

დაწესებულების სახიფათო ნარჩენები გროვდება ერთჯე­რად  ტარაში, საიდანაც 3/4-ით შევსების შემდგომ ხდება მისი ჰაერისგან დაცლა და ჰერმეტიზება (მაგ. პაკეტისათვის მჭიდროდ თავის მოკვრა)

კი

    არა

არ შეესაბამება

4.4

ბასრი ინსტრუმენტები (ნემსები, კალმები და ა.შ.) გროვ­დება სხვა სახიფათო ნარჩენებისაგან განცალკევებით, მყარ, ერთჯერადი გამოყენების სპეციალურ ტარაში

კი

    არა

არ შეესაბამება

4.5

დაწესებულებაში არ ხდება სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების შერევა

კი

    არა

არ შეესაბამება

4.6

სახიფათო  ნარჩენების გატანა,  ტრანსპორტირება, დამუ­შა­ვება ან/და განადგურებაზე დაწესებულებას აქვს დადე­ბული ხელშეკრულება შესაბამის ორგანიზაციასთან.

კი

    არა

არ შეესაბამება

5.

მოთხოვნები პერსონალისა და პროცედურებისადმი

 

 

 

5.1

დაწესებულება უზრუნველყოფილია ჭრილობის დასამუშავებელი ანტისეპტიკური და შესახვევი საშუალებებით

კი 

   არა

 

5.2

მომსახურე პერსონალი პროცედურის ჩატარებისას  იყენებს სუ­ფ­­თა ტანსაცმელსა და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუა­ლ­ურ დაცვის საშუალებებს  (ხალათი, ხელთათმანი, სათვალე, ნიღაბი)

კი

    არა

 

ნაწილი II. სპეციფიური მოთხოვნები ესთეტიკური და  კოსმეტიკური პროცედურებისადმი

დანართი №1

6. თმის მოვლა და პარსვა

ინფორმაცია ობიექტის შესახებ

კი

არა

შენიშვნა

6.1

მომხმარებლის კისრის გარშემო შეხებისას გამოიყენება სუფთა პირსახოცი და პირსახოცები იცვლება ყოველი გამოყენების შემდეგ

 

კი

არა

 

6.2

თმის დასამუშავებლად განკუთვნილი „არაკრიტიკული“ ინვენტარი ყოველი გამოყენების შემდეგ ირეცხება ან უტარდება დაბალი დონის დეზინფექცია

 

კი

არა

 

6.3

მაკრატელს და დამჭერს (რომელიც კანს ეხება) უტარდება  საშუალო ან მაღალი დონის დეზინფექცია

 

კი

არა

 

6.4

გასაპარსად განკუთვნილი საპარსის პირები არის ერთჯერადი და გამოყენებისთანავე იყრება ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში

 

კი

 

არა

 

6.5

სახელური და საპარსი პირის ბუდე, როგორც „ნახევრადკრიტიკული“ ჯგუფის იარაღი, ყოველი გამოყენების შემდეგ იწმინდება და დეზინფიცირდება  

 

კი

არა

 

6.6

ბასრი საპარსი (სამართებელი) იწმინდება და სტერილდება

 

კი

არა

 

6.7

ბასრ საპარსს, რომელიც გამოიყენება თმის შესაჭრელად, აქვს კანის დაზიანებისგან დამცავი

 

კი

 

არა

 

6.8

თმის მელირებისათვის გამოსაყენებელი ქუდი, როგორც „ნახევრად კრიტიკული“ ყოველი გამოყენების შემდეგ დეზინფიცირდება

 

კი

არა

 

6.9

სადეზინფექციო სითხეში ჩალაგების წინ, ყველა საგანი და ინსტრუმენტი ირეცხება და შრება სუფთა ხელსახოცით

 

კი

არა

 

6.10

საპარსისა და თმის მოვლისთვის განკუთვნილი საგნებისა და იარაღების დამუშავებისთვის გამოიყენება  დაბალი დონის სადეზინფექციო საშუალება (მაგ.: ამონიუმის ნაერთი)

 

კი

არა

 

6.11

დამუშავებული და სუფთა ინსტრუმენტები ინახება ცალკე სხვა საგნებისგან

 

კი

არა

 

6.12

ნებისმიერი ერთჯერადი ნემსი, ბასრი და მჭრელი იარაღი, რომელიც გამოიყენება თმის დახვევისა და დაგრძელებისათვის ან/და შეხებაშია მომხმარებლის ან მომსახურე პერსონალის კანთან, გამოყენების შემდეგ თავსდება ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ კონტეინერში

კი

 

არა

 

დანართი №2

7. ფრჩხილების მანიკიური და პედიკიური

ინფორმაცია ობიექტის შესახებ

კი

არა

შენიშვნა

7.1

ფრჩხილებზე მომსახურების გაწევის წინ ხდება მომხმარებლის ფრჩხილების დათვალიერება და ფრჩხილის სოკოს აღმოჩენის შემთხვევაში არ ტარდება მანიპულაციები და ეძლევა რეკომენდაცია მიმართოს ექიმს.

 

კი

არა

 

7.2

ფრჩხილების სერვისისთვის საჭირო აღჭურვილობა და ინსტრუმენტები (რეცირკულაციის სისტემების ჩათვლით) მომხმარებლებს შორის შუალედში სუფთავდება და უტარდება საშუალო ან მაღალი დონის დეზინფექცია

 

კი

არა

 

7.3

თითოეული გამოყენების შემდეგ, ფეხის აბაზანა სუფთავდება სარეცხი საშუალების გამოყენებით და უტარდება დეზინფექცია საშუალო ან მაღალი დონის სადეზინფექციო საშუალებით

 

კი

არა

 

7.4

სისხლდენის შემაჩერებელი საშუალებები არის ერთჯერადი და იყრება საშიში ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერში

 

კი

არა

 

 

7.5

სისხლდენის შესაჩერებლად არ გამოიყენება სისხლის შემაჩერებელი ფანქრები

 

კი

არა

 

 

7.6

კანის მთლიანობის დარღვევისას, სისხლდენის დასრულების შემდეგ ხდება მისი დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარით და ედება ერთჯერადი სამედიცინო პლასტირი ან სუფთა ნახვევი

 

კი

არა

 

 

დანართი №3

  1. პირსინგი

 

ინფორმაცია ობიექტის შესახებ

კი

არა

შენიშვნა

8.1

პირსინგისთვის გამოსაყენებელი ყველა სამკაული სტერილურია

კი

არა

 

8.2

საყურის გასახსნელი და ჩამკეტი ბრტყელტუჩა ყოველი გამოყენების შემდეგ იწმინდება და სტერილდება

კი

არა

                             

8.3

პირსინგის გასაკეთებლად კანის ზედაპირი იწმინდება ანტისეპტიკური ხსნარით

კი

არა

 

8.4

მოსანიშნად იხმარება მხოლოდ ერთჯერადი გამოყენების ინსტრუმენტები

კი

არა

 

8.5

გახვრეტისთვის იხმარება ერთჯერადი სტერილური ინსტრუმენტები

კი

არა

 

8.6

პირსინგის დროს ნახმარი ერთჯერადი ინსტრუმენტები გამოყენების შემდეგ (მაშინვე) თავსდება ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში

კი

არა

 

8.7

ინსტრუმენტების დასალაგებელი დაფა არის  გლუვზედაპირიანი და გამძლე რეცხვისა და დეზინფექციისთვის

კი

არა

 

8.8

ყოველი მომსახურების წინ ხდება  ინსტრუმენტების დალაგება დაფაზე, რომელსაც გადაფარებული აქვს ერთჯერადი ან მრავალჯერადი სტერილური ხელსახოცი

კი

არა

 

8.9

ყოველი გამოყენების შემდეგ დაფა იწმინდება და უტარდება დაბალი დონის დეზინფექცია

კი

არა

 

8.10

ნახვრეტის გასაფართოებელი ჩხირი ირეცხება სარეცხი საშუალებით და უტარდება სტერილიზაცია

კი

არა

 

8.11

კანის დასაჭიმად გამოიყენება   ერთჯერადი გამოყენების, სტერილური - დახურულბოლოიანი მიმღები მილი

კი

არა

არ შეესაბამება

8.12

ღიაბოლოიანი მიმღები მილები იწმინდება მავთულიანი ჯაგრისით და სტერილდება გამოყენებებს შორის

კი

არა

 

8.13

გამოყენებული ნემსი და საცობი (ერთმანეთისგან განცალკევების გარეშე) თავსდება ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში

კი

არა

 

8.14

პირსინგის შემდეგ, მრავალჯერადი გამოყენების ყველა ინსტრუმენტი გადის გაწმენდას და სტერილიზაციას

კი

არა

 

8.15

მომხმარებლებს ეძლევათ  ზეპირი/წერილობითი ინფორმაცია პირსინგისშემდგომ მოვლაზე

კი

არა

 

8.16

პირსინგის დროს პერსონალს აცვია ხელთათმანი ორივე ხელზე

კი

არა

 

8.17

მრავალჯერადი ინსტრუმენტები იწმენდება და დეზინფიცირდება

კი

არა

 

8.18

პირსინგის წინ კანი  მუშავდება ანტისეპტიკით

კი

არა

 

8.19

ყოველი პირსინგის შემდეგ ხდება გამოყენებული ერთჯერადი ინსტრუმენტების უსაფრთხო მოცილება/გადაყრა

კი

არა

 

8.20

სტერილური სამკაულების ყუთი არის თავდახურულ მდგომარეობაში

კი

არა

 

8.21

პირსინგის ინსტრუმენტები ინახება შეფუთულ მდგომარეობა­ში/და­ხუ­რულ კონტეინერში/ბიქსში ისე, რომ არ დაბინძურდეს

კი

არა

 

დანართი №4

  1. ტატუირებამიკროპიგმენტაცია 

ინფორმაცია ობიექტის შესახებ

კი

არა

შენიშვნა

9.1

ტატუირებისთვის გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადი სტერილური ნემსები

კი

არა

 

9.2

ყველა მასალა ტატუსა და მიკროპიგმენტაციისთვის მზადდება უშუალოდ  პროცედურის დაწყებამდე

კი

არა

 

9.3

ერთჯერადი მელნის თავები იყრება ყოველი მომხმარებლის შემდეგ ამ ტიპის ნარჩენებისათვის განკუთვნილ კონტეინერში

კი

არა

 

9.4

ფერებს შორის სავლებად გამოყენებული სითხეები თავსდება ერთჯერად თავებში, რომელიც თითოეული მომხმარებლის შემდეგ იყრება

კი

არა

 

9.5

ერთ მომხმარებელზე გამოყენებული ხელსაწმენდები/პირსახოცები იყრება/მუშავდება

კი

არა

 

9.6

გამოყენებული ნემსები იყრება ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში

კი

არა

 

9.7

მრავალჯერადი ნემსის დამჭერი მოწყობილობა გამოყენებისთანავე სუფთავდება და სტერილდება

კი

არა

 

9.8

გამოყენებული ტრაფარეტები იყრება პროცედურის ბოლოს

კი

არა

 

9.9

მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელი იშლება გასუფთავების წინ

კი

არა

 

9.10

ტატუ იფარება ცალკე  შეფუთული სტერილური ნახვევით, რომელიც განკუთვნილია ჭრილობებისთვის

კი

არა

 

9.11

მომხმარებლებს ეძლევათ ინფორმაცია ტატუს და მიკროპიგმენტაციის შემდგომი მოვლის შესახებ ზეპირი/წერილობითი

კი

არა

 

დანართი №5

  1. აკუპუნქტურა

ინფორმაცია ობიექტის შესახებ

კი

არა

შენიშვნა

10.1

აკუპუნქტურისათვის ხდება ერთჯერადი ნემსების გამოყენება, რომელიც გამოყენების შემდგომ თავსდება ბასრი ნარჩენების კონტეინერში (კითხვაზე  ,,კი“  პასუხის შემთხვევაში გადადით კითხვაზე 10.3)

კი

არა

 

10.2

აკუპუნქტურის მრავალჯერადი ნემსები ინახება სტერილურად შეფუთული და იხსნება უშუალოდ მოხმარების წინ

კი

არა

 

10.3

აკუპუნქტურის მრავალჯერად ინსტრუმენტებს და ნემსების სახელურებს, ყოველი გამოყენების შემ­დეგ  უტარდება წმენდა და მაღალი დონის დეზინფექცია

 

კი

არა

 

10.4

ყოველი მომხმარებლის მომსახურების შემდეგ ინსტ­რუ­მენტებს (პინცეტები, მაშები), რომლებიც შეხებაშია ნემსებთან, უტარდება წმენდა და მაღალი დონის დეზინფექცია

 

კი

არა

 

10.5

ყოველი მომხმარებლის მომსახურების შემდეგ ელექტ­რო­სტიმულატორის მეტალის დამჭერებს უტარდება წყლით გაწმენდა/რეცხვა და საშუალო ან მაღალი დონის დეზინფექცია

 

კი

არა

 

10.6

ყოველი პაციენტის მომსახურების შემდეგ დაუზიანებელ კანთან კონტაქტისთვის გამოსაყენებელ ინსტრუმენტებს უტარდება წმენდა და დაბალი დონის დეზინფექცია

 

კი

არა

 

10.7

აკუპუნქტურა ტარდება დაუზიანებელ და ჯანსაღ კანზე

 

კი

არა

 

დანართი №6

  1. ელექტროლიზისი

ინფორმაცია ობიექტის შესახებ

კი

არა

შენიშვნა

11.1

ელექტროლიზისთვის გამოყენებული ნემსები ერთჯერადი და სტერილურია

კი

არა

 

11.2

ეპილატორის ნემსის დამჭერის მოსახსნელი თავი იწმინდება და უტარდება მაღალი დონის დეზინფექცია ყოველი მომხმარებლის მომსახურების შემდეგ

კი

არა

 

11.3

ეპილატორის ზონარის შალითა იცვლება ყოველი მომხმარებლის მომსახურების შემდეგ ან იწმინდება და მუშავდება მაღალი დონის სადეზინფექციო საშუალებით

კი

არა

 

11.4

ყოველი მომხმარებლის მომსახურების შემდეგ ეპილაციისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა/ინსტრუმენტები  იწმინდება და უტარდება ან სტერილიზაცია ან მაღალი დონის დეზინფექცია

კი

არა

 

11.5

სტერილური საგნების  დამჭერი ინსტრუმენტები (მაგალითად, პინცეტი) სტერილდება ან უტარდება მაღალი დონის დეზინფექცია

კი

არა

 

11.6

ჩაზრდილი თმის ამოსაღებად გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადი სტერილური ნემსები

კი

არა

 

11.7

ყოველი გამოყენების შემდეგ იარაღების განსათავსებელი დაფა/ლანგარი, ასევე გამადიდებელი ლუპა, სათვალე და მიკროსკოპი, სანათი იწმინდება და უტარდება დაბალი დონის დეზინფექცია

კი

არა

 

დანართი №7

  1. ვაქსინგი

ინფორმაცია ობიექტის შესახებ

კი

არა

შენიშვნა

12.1

ვაქსინგი არ უტარდებათ ორსულ და მეძუძურ დედებს ან მომხმარებელს, რომელსაც აღენიშნება კანის ქრონიკული /მწვავე/ დაავადება, შაქრიანი დიაბეტი

კი

არა

 

12.2

კანის დასამუშავებელი  ზედაპირი სუფთავდება დამუშავების წინ

კი

არა

 

12.3

ყველა ხსნარი და კრემი გამოიყენება ერთჯერადი  კონტეინერებიდან  (ტუბი)  ან ერთჯერადი აპლიკატორების საშუალებით მრავალჯერადი კონტეინერებიდან

კი

არა

 

12.4

ცვილისა და ფისის ამოსაღებად გამოყენებული შპატელები და აპლიკატორები იყრება გამოყენებისთანავე

კი

არა

 

12.5

ნებისმიერი პროცედურა ტარდება მხოლოდ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით

კი

არა

 

12.6

გამოყენებული ხელთათმანები იყრება საშიში ნარჩენებისთვის განკუთვნილ ტარაში

კი

არა

 

 


დანართი №2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 43მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

მუხლი 1. წესის რეგულირების საგანი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“ (შემდგომში – წესი), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.

მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამშრომლები
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ამავე სამსახურის შესყიდვების ხარისხისა  და უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების უფროსი და თანამშრომლები.

მუხლი 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი და მისი შევსება
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. თანამშრომელი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილს. ბეჭედი დაისმება სამართალსუბიექტის იმ უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) რჩება მის შემვსებ თანამშრომელთან, ხოლო მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს.

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში.

5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის:

ა) პირველ პუნქტში შეიტანება: შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

ბ) მე-2 პუნქტში შეიტანება: შედგენის ადგილი;

გ) მე-3 პუნქტში შეიტანება: შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;

დ) მე-4 პუნქტში შეიტანება: დამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში – მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ე) მე-5 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება: პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის –––– მუხლის –––––– ნაწილით;

ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება: მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი);

თ) მე-8 პუნქტში შეიტანება: დამრღვევის ახსნა-განმარტება: ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება;

ი) მე-9 პუნქტში შეიტანება: ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა, სახელი და გვარი; დამრღვევი პირის ხელმოწერა, სახელი და გვარი;

კ) მე-10 პუნქტში შეიტანება: მოწმეების (არსებობის შემთხვევაში) მისამართი, ხელმოწერა, სახელი და გვარი; დაზარალებულ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში) მისამართი, ხელმოწერა, სახელი და გვარი.

6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს.

7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი და სამართალდამრღვევი. თუ არის მოწმე ან დაზარალებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე ხელი უნდა მოაწერონ ამ პირებმაც.

8. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსების მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე დასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

9. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი, ხოლო თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, თანამშრომელი ამას აღნიშნავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, რის შემდეგაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად.

10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში.

11. სამართალსუბიექტი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

12. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, სამართალსუბიექტის მიერ დაუყოვნებლივ იგზავნება გორის რაიონულ სასამართლოში.


მუხლი 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების საფუძველი
სამართალსუბიექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესის მოთხოვნათა დაცვით.

მუხლი 5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, წარმოება და დაბრუნება, მოთხოვნები აღრიცხვის ჟურნალის გაფორმების, წარმოებისა და შენახვისადმი
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგებას სამართალსუბიექტი ახორციელებს დამოუკიდებლად.

2. თანამშრომელზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება სამართალსუბიექტის პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის მიერ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში“ (შემდგომში – ჟურნალი).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში.

4. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამართალსუბიექტის ხელმძღვანელის ხელმოწერით და სამართალსუბიექტის ბეჭდით.

5. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.

 6. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა” ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.

7. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.

8. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის რეგისტრაციის შემდეგ, პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.

 9. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, რომელიც შემდგომში მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით გადაეცემა არქივს.

10. ჟურნალის შენახვის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მის დაცულობას.

11. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.


მუხლი 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 7. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;

გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი 4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების  ჩამოწერის აქტში.

3. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.



დანართი №3
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვის ჟურნალი

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიმღები პირი

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის

ოქმის შემდგენელი პირი

შენიშვნა

 

გაცემის თარიღი

 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის №

გვარი

სახელი

თანამ

დებობა

ხელმოწერა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელ

მოწერა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის №

გვარი

სახელი

თანამ

დებობა

ხელ

მოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი №4

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური

აქტი №

----- ---------------- 20 წელი

გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის შესახებ

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის მიზეზი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების რაოდენობა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ექსკლუზიური ნომერი

1

2

3

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს.

 

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის

 

ხელმძღვანელი:                                                                            /---------------/

 

სტრუქტურული ერთეულის

უფროსი:                                                                                        /---------------/

 

ადმინისტრაციულ

სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა

და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

პასუხისმგებელი პირი:                                                             /---------------/