დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ტექნიკური რეგლამენტის ნორმების შეუსრულებლობისა და ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელების თაობაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080160.35.149.016404 |
|
,,კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ტექნიკური რეგლამენტის ნორმების შეუსრულებლობისა და ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელების თაობაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ტექნიკური რეგლამენტის ნორმების შეუსრულებლობისა და ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელების თაობაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 აპრილის №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/04/2017; 020080160.35.149.016309) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-3 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით; „მუხლი 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს."; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-2 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამშრომლები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ამავე სამსახურის შესყიდვების ხარისხისა და უნებართვო საქმიანობის კონტროლის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და საჯარო მოხელეები."; გ) დადგენილების მე-6 მუხლში შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3 შეიცვალოს ახალი დანართი №3-ით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
„დანართი №3
|
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
აქტი № ----- ---------------- 20 წელი გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის შესახებ
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული
ერთეულის ხელმძღვანელი: /---------------/
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: /---------------/
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი: /---------------/ ". |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები