ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/04/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 30/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.105.016312
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24
21/04/2017
ვებგვერდი, 25/04/2017
210020010.35.105.016312
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/04/2017 - 05/05/2017)

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2017 წლის 21 აპრილი

ქ.ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის,  „ადგილობრივი მოსაკრებლის  შესახებ“   საქართველოს კანონის  მე-3  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 121   მუხლის და   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი და დამტკიცდეს მისი გადახდის თანდართული ინსტრუქცია დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა  და სხვა იურიდიული პირებისათვის  დაწესდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და მისი ოდენობა განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე 0,5 ლარით თვეში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 (ოთხი) სულით. დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია კანონით  მიღებულზე (დადგენილზე).
მუხლი 4
წინამდებარე დადგენილების ამოქმედების დღიდან დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მიეცეთ უფლება დასუფთავების მოსაკრებლის  წინა წლის დავალიანება დაფარონ ეტაპობრივად.
მუხლი 5
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების  მოსაკრებლის მობილიზება დაევალოს  ზუგდიდის   მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის  სამსახურს.
მუხლი 6
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 21 აგვისტოს  №19 დადგენილება.
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ნანავა



დანართი №1
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში ,,ინსტრუქცია“) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრვი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე და განსაზღვრავს საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.

მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. ინსტრუქცია აწესრიგებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს,  განსაზღვრავს  საკრებულოს დადგენილებით  დაწესებული მოსაკრებლის გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში - ,,მოსაკრებელი“) წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის  გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

3. ნარჩენის წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.


მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი.

მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებლი გამოიანგარიშება ორგანიზაციებისათვის, დაწესებულებებისათვის და იურიდიული პირებისათვის ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და დაგროვების ნორმის, სახეობის მიხედვით, აგრეთვე,  წარმომქმნელის დაკავებული ფართის, ადგილების რაოდენობის, კონტინგენტის და სხვა მაჩვენებლების მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სიდიდეების კომბინაციებიც.

2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გაწეული მომსახურების მოსაკრებლის გადასახდელი თანხა განისაზღვრება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. ამხანაგობის შემთხვევაში ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდა მოხდეს ერთიანად ამხანაგობის სახელზე, ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.

5. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომადგენელი სხვა პირის მიერ. მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი შენახულ უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა. 


მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან განთავისუფლება
 1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის დასუფთავების  მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე.

 2. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. ასევე არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი ინფრასტრუქტურის ფართზე.

 3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე, მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არა აქვს უფლება მოითხოვს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან განაკვეთის შემცირება.


მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა, მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებელი მთლიანად  ჩაირიცხება  ადგილობრივ ბიუჯეტში ერთიანი სახაზინო კოდის მეშვეობით საბანკო ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით ყოველთვიურად, საანგარიშო თვის 25 რიცხვამდე.

მუხლი 6. ადმინისტრირება მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის ადმინისტრირება ეკისრება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ სამსახურს.

მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის
1. მოსაკრებლის დროულად გადაუხდელობა გამოიწვევს დაჯარიმებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ინდ. მეწარმისათვის გადასახდელი თანხის 0.5% პროცენტის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის 5% პროცენტის ოდენობით.

ადგილობრივ მოსაკრებელთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს წყვეტს სასამართლო, ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად.



დანართი №2
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის

დასუფთავებისათვის მოსაკრებლი


 

   სამეწარმეო  საქმიანობა

 

ზომის ერთეული

მოსაკრებლის განაკვეთი თვეში (ლარებში)

 

შენიშვნა

1

2

3

4

 

1

მუზეუმი, ბიბლიოთეკები

საერთო ფართობი მ2

0.03

 

2

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები და  დაწესებულებები, ბანკები, საფინანსო ორგანიზაციები, ვალუტის გადამცველელი პუნქტები

 

საერთო ფართობი 1 მ2 ან ნარჩენის 1მ3

0.50

         25.00

 

3

კინოთეატრები და თეატრები

მაყურებლის ერთი სავარძელი

0.15

 

4

სკოლები, კოლეჯები,  ბაგა-ბაღები (საგანმანათლებლო დაწესებულებები)

ერთ მოსწავლეზე

0.05

 

5

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები: უნივერსიტეტები, ინსტიტუტები

ერთ სტუდენტზე

0.10 ან ნარჩენის 1მ3–ზე 25 ლარი

 

6

სასტუმროები (რესტორნის გარეშე)

მომსახურების ერთეული(ერთი საწოლი)

3.0

 

7

საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები

საწოლიან ნარჩენის 1მ3

1.00

25.00

 

8

პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, სტომატოლოგიური და სხვა სამედიცინო  კაბინეტები

სამუშაო ფართობის

1 მან  ნარჩენის 1მ3

0.50

 25.00

 

9

აფთიაქები, ვეტაფთიაქები  

სამუშაო ფართის 1 მ2

1.0

 

10

სტადიონები, ღია ტიპის სპორტული მოედნები

 

საერთო ფართობის 1 მ2

0.10

 

11

დახურული ტიპის სპორტული დარბაზები

 

ნარჩენის 1 მ3

25 .00

 

12

სასურსათო, სამრეწველო და სხვა დასახელების მაღაზიები

სამუშაო ფართის 1 მ2

25.00

 

13

აგრარული ბაზრობები

საერთო ფართის 1 მ2

1.0

 

14

ავტოსადგომები

1 მ2

0.4

 

 

15

ბენზინგასამართი სადგურები

სამუშაო ფართის 1 მ2

ან  ნარჩენის 1მ3

0.80

25.00

 

16

სადალაქოები, სილამაზის სალონები

სამუშაო ფართის 1 მ2

ან  ნარჩენის 1მ3

0.50

25.00

 

17

რესტორნები,  კაფე-ბარები, სასადილოები და სწრაფი კვების ობიექტები

ერთი დასაჯდომი ადგილი ან ნარჩენის

 1 მ3

 

        2,00

25.00

 

18

საცხობი და საკონდიტროები

სამუშაო ფართის 1 მ2

ან  ნარჩენის 1მ3

0.30

25.00

 

19

ტოტალიზატორები, სისტემური ელექტრონული აპარატები და სხვა სათამაშო კლუბები

სამუშაო ფართის 1 მ2

 

0.50

 

20

რკინიგზის და საავტომობილო სადგურები

 ნარჩენის 1 მ3

25.00

 

21

ღია ტიპის დასვენების და გასართობი ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები

1 მ2

0.1

 

22

სამხედრო ნაწილები

ნარჩენის 1 მ3

25.00

 

23

ავტოტექმომსახურების სადგურები, სახელოსნო, ავტოსამრეცხაო

სამუშაო ფართის 1 მ2

ან  ნარჩენის 1მ3

0.30

25.00

 

24

მშენებარე  ობიექტები

 

ფართის 1მ2–ზე

ან  ნარჩენის 1მ3

1.0

25.00

 

25

საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტების მშენებლობისათვის

ფართის 1მ2–ზე

 

3.0

 

26

საბითუმო საწყობი, მაცივარი, ბაზა

1 მ2

1.0

 

27

საბანკეტო დარბაზები  

ნარჩენის 1 მ3

25.00

 

 

28

სახელოსნოები (სადურგლო, მეტალოპლასტმასის, მინის დაჭრის და სხვა)

სამუშაო ფართის 1 მ2-ზე

0.50

25.00

 

29

სანერგე მეურნეობები და სათბურები, ფერმები სასაკლაოები

ნარჩენის  1მ3

25.00

 

30

თხილის გადამამუშავებელი საწარმოები

ნარჩენის  1მ3

25.00