„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ”

  • Word
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 479
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 02/11/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 126, 05/11/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.08.002.003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
479
02/11/2004
სსმ, 126, 05/11/2004
010.240.060.08.002.003
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/11/2004 - 20/12/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №479

2004 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

1. შეიქმნას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ერქვანია – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ვლადიმერ დობორჯგინიძე – უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ნინელი ანდრიაძე – უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი

ნაზი არონია – საქართველოს პარლამენტის წევრი

პაატა ბოლაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურის უფროსი

გრიგოლ გობეჯიშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი

თემურ გაბისონია – კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შიდა პოლიტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი

ქეთინო გაბროშვილი – უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი

როლანდ გამისონია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი

ირა ზაალიშვილი – უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი

ბელა ზალდასტანიშვილი – უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი

ჯილდა თოფურიძე – უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი

ლევან კიკნაძე – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი

ლევან ნიკოლეიშვილი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე

ვენერა ოშორიძე – უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი

კახაბერ საყვარელიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

მიხეილ ღურწკაია – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი

თამარ შუბლაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეკონომიკური რეაბილიტაციის დეპარტამენტის პოსტკონფლიქტური რეგიო­ნების რეაბილიტაციის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი

ვალერი ცერცვაძე – საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახუ­რის უფროსი

გიორგი ჯაჯანიძე – საქართველოს ტელევიზიისა და რადიო­მაუწყებ­ლობის საზოგადოებასთან ურთიერ­თობის დეპარტამენტის დირექტორი.

2. კომისიის თავმჯდომარემ (ზ. ერქვანია) ორ კვირაში წარმოადგინოს კომისიის დებულების პროექტი და წინადადებები კომისიის აპარატის საშტატო ნუსხისა და კომისიის ბიუჯეტის თაობაზე აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიისათვის საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში.

3. აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის გაუქმების შემდეგ დარჩენილი ასიგნებანი გადაეცეს ახლად შექმნილ კომისიას და მომზადდეს შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში.

4. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გ. ხაინდრავამ კოორდინაცია გაუწიოს კომისიის საქმიანობას.

5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) უზრუნველყოს კომისია სათანადო სამუშაო ფართობით.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 მარტის №218 ბრძანებულება „აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“.

მ. სააკაშვილი