დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 2 ნოემბრის №479 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1067 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 149, 23/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1067
2005 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 2 ნოემბრის №479 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 2 ნოემბრის №479 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №126, მუხ. 1103) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა (გ. ხევიაშვილი):
ა) კოორდინაცია გაუწიოს კომისიის საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოს კონფლიქტის მხარეებთან მოლაპარაკების სფეროში კომისიის საქმიანობის კოორდინაცია კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები