დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.174.016207 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/04/2017 - 12/01/2018)
|
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებს, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საზღვრებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისათვის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირების რუკა და ზონებისა და ქვეზონების საზღვრების აღწერის დოკუმენტი დანართი 2-ის შესაბამისად (თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K განისაზღვროს 150-ის ოდენობით. |
| მუხლი 3 |
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL ზონების მიხედვით განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონა -1,5 ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონა -1,4 გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონა -1,3 დ) შუალედური ზონა -1,0 ე) პერიფერიული ზონის I ქვეზონა -0,9 ვ) პერიფერიული ზონის II ქვეზონა -0,8 ზ) პერიფერიული ზონის III ქვეზონა -0,7. |
| მუხლი 4 |
განისაზღვროს 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საზღვრებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ზონის ქვეზონების მიხედვით დანართი 1-ის შესაბამისად (თან ერთვის). |
| მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებევლის №19 დადგენილება „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“. (www.matsne.gov.ge, 05/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.174.016061). |
| მუხლი 6 |
დგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ქ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
| მუხლი 1 |
ქ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება მიწის ნაკვეთის მდებარეობის ზონის და ქვეზონების გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG x ITL x C x K, სადაც: ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG – არის ქ. გორის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,65-ს; გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: გ.ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონა -1,5 გ.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონა -1,4 გ.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონა -1,3 გ.დ) შუალედური ზონა – 1,0 გ.ე) პერიფერიული ზონის I ქვეზონა -0,9 გ.ვ) პერიფერიული ზონის II ქვეზონა -0,8 გ.ზ) პერიფერიული ზონის III ქვეზონა -0,7 დ) C – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის (ოცდაოთხი თეთრი) ტოლია; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 150-ს. |
| მუხლი 2 |
დანართის პირველი პუნქტის მიხედვით ქ. გორის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონა – CN= 35.10 ლარი(ოცდათხუთმეტი ლარი და ათი თეთრი) ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონა – CN= 32.76 ლარი(ოცდათორმეტი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონა – CN= 30.42 ლარი(ოცდაათი ლარი და ორმოცდაორი თეთრი) დ) შუალედური ზონა – CN= 23.4 ლარი(ოცდასამი ლარი და ორმოცი თეთრი) ე) პერიფერიული ზონის I ქვეზონა – CN= 21.06 ლარი(ოცდაერთი ლარი და ექვსი თეთრი) ვ) პერიფერიული ზონის II ქვეზონა – CN= 18.72 ლარი(თვრამეტი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) ზ) პერიფერიული ზონის III ქვეზონა – CN= 16.38 ლარი(თექვსმეტი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) |
დანართი №2
|
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საზღვრებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისათვის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირების რუკა და ზონებისა და ქვეზონების საზღვრების აღწერის დოკუმენტი
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები