დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.148.016448 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/01/2018 - 08/01/2021)
|
გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1 მიხედვით. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ გორის ტერიტორიის ზონირება დანართი №2-ის მიხედვით. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 მარტის №11 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 14/03/2017, 200140030.35.148.016366) და ,,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აპრილის №15 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 13/04/2017, 200140030.35.174.016207). |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
| მუხლი 1 |
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება მიწის ნაკვეთის მდებარეობის ზონის და ქვეზონების გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG x ITL x C x K, სადაც: ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG – არის გორის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,65-ს; გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: გ.ა) ცენტრალური ზონის 1 ქვეზონა –1,5; გ.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონა –1,4; გ.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონა –1,3; გ.დ) შუალედური ზონა –1,0; გ.ე) პერიფერიული ზონის I ქვეზონა – 0,9; გ.ვ) პერიფერიული ზონის II ქვეზონა – 0,8; გ.ზ) პერიფერიული ზონის III ქვეზონა – 0,7; დ) C – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის (ოცდაოთხი თეთრი) ტოლია; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 150-ს. |
| მუხლი 2 |
დანართის №1-ის პირველი მუხლის მიხედვით გორის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) ცენტრალური ზონის 1 ქვეზონა – CN= 35.1 ლარი (ოცდათხუთმეტი ლარი და ათი თეთრი); ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონა – CN= 32.76 ლარი (ოცდათორმეტი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი); გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონა – CN= 30.42 ლარი (ოცდაათი ლარი და ორმოცდაორი თეთრი); დ) შუალედური ზონა – CN= 23.4 ლარი (ოცდასამი ლარი და ორმოცი თეთრი); ე) პერიფერიული ზონის I ქვეზონა – CN= 21.06 ლარი (ოცდაერთი ლარი და ექვსი თეთრი); ვ) პერიფერიული ზონის II ქვეზონა – CN= 18.72 ლარი (თვრამეტი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი); ზ) პერიფერიული ზონის III ქვეზონა – CN= 16.38 ლარი (თექვსმეტი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი); თ) გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის არანაკლებ 30 პროცენტით, რომელიც შეადგენს 7.02 (შვიდი ლარი და ორი თეთრი) ლარს; ი) დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის არანაკლებ 25 (ოცდახუთი) პროცენტით და შეადგენს 5.85 (ხუთი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარს; კ) დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 (ორმოცდაათი) მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) პროცენტით და იგი შეადგენს 11,7 (თერთმეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარს. |
დანართი №2
|
ქალაქ გორის ტერიტორიის ზონირების რუკა და ზონებისა და ქვეზონების საზღვრების აღწერის დოკუმენტი
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები