ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 28/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.115.016217
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
05
30/03/2017
ვებგვერდი, 05/04/2017
200140030.35.115.016217
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (05/04/2017 - 21/02/2018)

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №05

2017 წლის 30 მარტი

დ. ლენტეხი

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,, ე.გ.’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2  პუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის  მე-6 პუნქტის, ,,ნორმატიული   აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის   და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის  8-ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტში  სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2
 ძალადაკარგულად  გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2016   წლის 24 თებერვლის   №07  დადგენილება.(www.matsne.gov.ge  29/02/2016 წ. 200140030.35.115.016188).
მუხლი 3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ლენტეხის მაგისტრ სასამართლოში.             
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი



დანართი  №1
ლენტეხის მუნიციპალიტეტში  სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

მუხლი 1
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების   მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება  ფორმულით.

C N=IMG X  I TL  X C  X  K,  სადაც :

 1)  CN  არის 1 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

2) I MG არის  დაბა ლენტეხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0, 28-ს;

3) I T L  არის ლოკალური ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;

4)  C  არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვ/მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის   0,24 ლარს;

5) K  არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგურირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 50-ს.

მუხლი 2
პირველი მუხლის  შესაბამისად,  ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ  ცენტრში  (დ.ლენტეხში)   მიწის   ნორმატიული ფასი  დადგინდეს  შემდეგი სახით:

 

 

 

        IMG

 

 

     ITL

 

 

       C

 

 

       K

 

 

          C N

 

 

      0.28

 

 

         1

 

 

           0.24

 

 

         50

 

 

           3,36

 

მუხლი 3
დაბა ლენტეხში მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 3,36 ლარს.
მუხლი 4
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ლენტეხისთვის დადგენილი ფასის 40%- ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,344 ლარს.
მუხლი 5
ლენტეხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ლენტეხისათვის დადგენილი ფასის 30%-ით და იგი შეადგენს 1,008 ლარს.
მუხლი 6
ლენტეხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18-ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეული მხარეს) არსებული მიწის  ნორმატიული ფასი განისაზღვროს  დაბა ლენტეხისათვის დადგენილი ფასის 80%-ს ოდენობით  და იგი შეადგენს 2,7 ლარს.