საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 148
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019857
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
148
23/03/2017
ვებგვერდი, 27/03/2017
040030000.10.003.019857
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/03/2017 - 06/10/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №148

2017 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის კოორდინაციისა და საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების (შემდგომში - საინვესტიციო ხელშეკრულება) მონიტორინგის მიზნით, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების  სააგენტო (შემდგომში - სააგენტო). 
მუხლი 2
სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. 
მუხლი 3
სააგენტომ უზრუნველყოს საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობათა განხორციელება კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციისა და ამავე ხელშეკრულების შესაბამისად.
მუხლი 4
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს:

ა) სააგენტოს დებულების დამტკიცება;

ბ) სააგენტოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა. 

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი