„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შექმნის შესახებ”

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შექმნის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 404
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 25/09/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 106, 28/09/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 15/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
404
25/09/2004
სსმ, 106, 28/09/2004
040.030.000.08.002.003
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შექმნის შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/09/2004 - 16/05/2011)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №404

2004 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შექმნის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (გ. ბარამიძე) ერთ კვირაში:

ა) დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულება;

ბ) დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ხელმძღვანელი.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისათვის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ჰიდროგრაფიული სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონების კანონმდებლობის შესაბამისად უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა.

მ. სააკაშვილი