დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 სექტემბრის №404 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 255 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 16/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110516019, 16/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016228 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №255
2011 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 სექტემბრის №404 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 სექტემბრის №404 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №106, მუხ. 911) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.“;
ბ) ბრძანებულების მე-3 პუნქტის პირველი აბზაცი და „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) ბრძანებულების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ:
ა) დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულება;
ბ) დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ხელმძღვანელი.”.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულების დამტკიცება.
3. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ამოქმედდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ამ ბრძანებულების საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემისთანავე (ამოქმედებისთანავე).
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები